ჰამბურგი-აიაქსი მთლიან თამაშს ვუყურე და ფრიად ვერა მარა მაინც სიამოვნება მივიღე, აიაქსი არ იმსახურებდა წაგებას მხოლოდ მეორე ტაიმის გამო, ორი განსხვავებული ტაიმები ვნახე,პირველ ტაიმში სადაც ჰამბურგმა თავს მოახვია თავისი თამაში აიაქსს, კარგად თამაშობდნენ ჰოლანდიელი ლეგიონრები, რუუდ ვან ნისტელროი და ელერო ელია,,, რუდი ისე იბრძოდა ყველა ბურთზე რომ მაშინვე მარვეიკს შევაგინე ოჯახი... ერთ ეპიზოდში 4 თუ 5 აიაქსელი დასდევდა და ბურთი ვერ აართვეს, ძალიან მომეწონა ელიას თამაში,ჭკვიანურად ანაწილებდა ბურთებს და დროულად ერთვებოდა შეტევაში...
რაც შეეხება აიაქსის თამაშს:
ფრანკ დე ბურმა გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა,
4-3-3
აიაქსი: ვერჰოვენი, სილვა, ალდერვაიელდი, ვერტონგენი(კაპ), ემანუელსონი, ლინდგრენი, დე იონგი, ანიტა, სულეიმანი, ცვიტანიჩი, სუარეზი
ასე დაიწყო პირველი ტაიმი აიაქსმა, დაიწყო და მაშინვე დაკარგა თამაშის სადავეები, ქაოსური დაცვა,არასწორი პასები,დიდი ტექნიკური წუნი.არანაირი კომბინაციური თამაში, მხოლოდ მცდელობები ამა თუ იმ შეტევის წამოწყებისა...
პირველი ტაიმი 3-0 მოიგო ჰამბურგმა და რაშიც მეკარემ და რუდ ვან ნისტელროიმ ერთად შესცოდეს

ნუ დაცვაც ჩავარდა მაგ მომენტში მთლად ამ "ბოჭკა" მეკარესაც ნუ დავაბრალებთ

(ჩემი პირადი აზრით ვერჰოვენი, არა თუ აიაქსის, არამედ მეორე დივიზიონის გუნდის პირველ მეკარეობასაც კი არ იმსახურებს)
მეორე ტაიმში სულ სხვა აიაქსი ვნახე, ამ მეორე ტაიმმა მე პირადად იმედები ჩამისახა, არა ამ თამაშის გადარჩენის, არამედ სამომავლოდ
ცვლილებაზე შემოვდინენ გასახდელიდანვე, დელაი ბლინდი(რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა როგორც დაცვაში ასევე წინ,საგოლე პასიც მიითვალა) და ოიერი(მას არაფერი გაუგუჭებია, ისევე როგორც არც გაუკეთებია), მეორე ტაიმში აიაქსმა მოიპოვა სათამაშო უპირატესობა,ხცადი იყო რომ ამ ანგარიშს არ შეეგუებოდნენ, მალევე გაკეთდა ცვლილებები, შეცვლაზე შემოვიდა,ლორენცო ებესილიო და არას ოზბილიზი, სწორედ ამ უკანასკნელმა ორმა გაამწვავა თამაში,
ბლინდის გადაცემას სუარეზი გამოეხმაურა და 1 ბურთი გაქვითა, მალევე ოზბილიზის გარღვევა და პასი, ისევ სუარესი თამაშობს ბწყინვალედ. 3-2... აი აქ უკვე საინტერესო თამაში წავიდა, ორივე კართან იყო მომენტები, აიაქსი უფრო ჭკვიანურად ათამაშდა, პასები დალაგდა, პრესინგი გაჩაღდა, ებესილომ ხომ საერთოდ ფლანგი ააწიოკა

იბრძოდა ბოლომდე, მაგარი ბიჭია დამერწმუნეთ

გოლის გატანის შანსიც ქონდა თუმცა არ გაუმართლა, გოლის გატანის კარგი შანსი ქონდა ჯერ დე იონგს თავით და მერე ბლინდს, ამ უკანასკნელს ოდნავ აეჭრა ბურთი...
მე 4 გოლი უნდა აღინიშნოს რომ 100 % - ნი თამაშგარე იყო, ნისტელროისაც არ ეჯერა, ხელოვნური გაუკეთეს აიაქსი მცველებმა, მაგრამ მსაჯებმა არ აღნიშნეს, ჯერ ერთ ლაინსმენს შეხედა მატჩის გმირმა, მერე მეორეს და ბოლოს კი ვერჰოვენის მიერ "დაცულ" კარებს, თავისი ოსტატობა არც ამჯერად დაიშურა ვან გოლმა და 4-2... ამ გოლის მერე თუ ვინმე უტევდა ეს აიაქსი იყო...
შედეგით არა მაგრამ მეორე ტაიმში ნაჩვენები ფეხბურთით კმაყოფილი დავრჩი... განსაკუთრებით მომეწონა ახალგაზრდების თამაში რაც დიდ იმედებს იძლევა... იმედია ისევ ვიხილავთ აიაქსს დიდების მწვერვალზე....
P.S მადლობა ჩემს ძმაკაცს Oda-raul(ფორუმის ნიკი) - ს ამ თამაშის გადმოტვირთვისთვის... ჩემი ნეტი ამას ვერ იზავდა
This post has been edited by Dzima777 on 12 Jan 2011, 01:26