ჯერ კიდევ, “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის, როი ჰოჯსონის სამსახურიდან დათხოვნა უფრო და უფრო პროგნოზირებადი ხდება. ინგლისური წყაროების ცნობით, მერსისაიდელთა მორიგმა მარცხმა კლუბის ამერიკელი ხელმძღვანელები მწვრთნელის შეცვლაზესერიოზულად დააფიქრა.
პრემიერლიგის 20 ტურის შემდეგ, “ლივერპულს” 25 ქულა აქვს და გუნდი მე-12 ადგილზე იმყოფება. ჰოჯსონის გუნდს წაგება ორით მეტი აქვს, ვიდრე მოგება, ხოლო გასულ ტურში, “ბლექბერნთან” 1:3 მარცხის შემდეგ, ბურთების შეფარდება მერსისაიდელებს - 2 აქვთ. ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ გასავარდნ ზონასთან “ლივერპულს”, მხოლოდ 4 ქულა აშორებს და თუ მან ქულების კარგვა ასე განაგრძო, შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, პრემიერლიგაში დარჩენისთვის ბრძოლამ მოუწიოს.
ბუნებრივია, ამერიკელ ბიზნესმენებს ინგლისური კლუბი იმისთვის არ შეუძენიათ, რომ ცხრილის მე-2 ნახევარი ათვალიერონ. დღეს, Sky Sports, BBC Sports, Guardian და The Telegraph ერთდროულად ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “ლივერპულის” მესაკუთრეები უკვე შეუდგნენ ჰოჯსონის შემცვლელის ძებნას. კონკრეტული გვარები, ჯერჯერობით, არ სახელდება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, “ლივერპულის” გულშემატკივრები რაფაელ ბენიტესის დაბრუნებას ითხოვდნენ.
მიმაგრებული სურათი