კრასიჩი : “იუვენტუსი ჩემთვის ყველაფერია”მოსკოვის “ცსკადან” გასულ ზაფხულს გადმოსულმა მილოშ კრასიჩმა გულშემატკივრების სიყვარული კარგი თამაშით მალევე მოიპოვა.ტურინულ გამოცემასთან საუბარში სერბი აცხადებს : “იუვენტუსი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საოცნებო გუნდია.ეს გუნდი პირველ ადგილზე დავაყენე, ფული ჩემთვის ბევრს არ ნიშნავს.კონტრაქტს მთავაზობდნენ სხვა კლუბებიც, მაგრამ მე მხოლოდ იუვეთი ვიყავი დაინტერესებული.”
“იუვენტუსში” მოსვლისთანავე საკუთარ თავს ვუთხარი : “მილოშ, მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ხარ, შენ შეგიძლია ითამაშო ალესანდრო დელ პიეროს გვერდით.”
“ალესანდრო ? – ის ნამდვილად საოცარი ადამიანია.ხშირად მაძლევს რჩევებს და ვიცი, რომ ეს რჩევები შემიძლია გამოვიყენო არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ცხოვრებაშიც.”
“ჩემი კუმირი ? – ჯიჯი ბუფონი, გარდა ამისა ვლადიმირ იუგოვიჩი.11 წლის ვიყავი როცა იგი იუვენტუსმა შეიძინა.ის სერბი ფეხბურთელია და მე მას ვგავარ, მისგან ბევრს ვსწავლობ.”
ბოლოს, საუბარი სერბის მომავალსაც შეეხო : “გუნდთან ხუთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ამ პერიოდის მანძილზე მინდა მოვიგო ყველაფერი, რასაც შევძლებ.მინდა გავხდე ნამდვილი პრეფესიონალი ადამიანი.თუ შენ ნამდვილი კაცი არ ხარ, შენ არაფერს წარმოადგენ.თუ ყველაფერი ისე წავა როგორც მსურს, კარიერას ტურინში დავასრულებ, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება ხვალ.”
მიმაგრებული სურათი