1+1=3
Super Member

   
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 439
წევრი No.: 124918
რეგისტრ.: 17-December 10
|
#23405694 · 11 Jan 2011, 15:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Dzima777 კი, ჩემთან საუბარი წყლის ნაყვაა, ჩემი აზროვნების 99.9% ბარსელონიზმია, ლოგიკურადაც ვერასდროს ვიმსჯელებ დენი ბლინდი არარაობა იყო სნეიდერთან შედარებით და საერთოდ დასაცინი ვარ, დამცინე, ასე მომიხდება კატალონიის დროშა არ ვიცოდი რა იყო და თან ვალდებული ვიყავი შენთვის პასუხი გამეცა
ახლა შენ, ვისთანაც საუბარი წყლის ნაყვა არ არის, აზრვონების 100% ობიექტივიზმია, ლოგიკის მონსტრი ხარ, იცი ვინ იყო სნეიდერი, ჰოლანდიური ფეხბურთი, გადაზუთხული გაქვს დენი ბლინდზე გამოსული ბესტსელერი, ერკვევი ჰოლანდიის ჰერალდიკაში
გთხოვ გამარკვიე, მე არ ვიცი ნამდვილად, ზოგი კი გამიგია, მაგრამ აგერ უგანათლებულესი ფანი ჰოლანდიური ფეხბურთისა გიპოვნე და დამიდგა დრო რომ მთელ ჩემს კითხვებს პასუხი გაეცეს (ახლა არ მითხრა შენთვითონ ნახეო (ალბათ ამას მეტყვი, ჭკვიანი ხარ ნამეტანი კაცი რას მოგატყუებს), თორემ გეტყვი შენთვითონ გენახა თქო კატალონიის დროშის ისტორია)
მაშ:
ჰოლანდიაზე 1. ჰოლანდიის დროშის ფერების წარმოშობის ისტორია. ასევე ვინ იყო ის ხალხი ვინც ეგ ფერები დაუდგინა, მოკლედ თამამად, ბევრი რამე მაინტერესებს ამის შესახებ. ასევე ვინ იყო პირველი მმართველი (და რა ერქვა პირველ მმართველს ჰოლანდიაში) 2. ჰოლანდიური ნაციონალური გმირები დამისახელე გეთაყვა 3. რომელ ქალაქშია ,,განალგებული" ჰოლანდიის მთავრობა, რა ტიპის მთავრობაა 4. რამდენი ადამიანი ცხოვრობს ჰოლანდიაში, ფართობიც, რა მდგომარეობაშია ახლა, აი ჯებირებით ამაგრებენ ზღვამ რომ არ წაიღოსო. ამპლიდუდაც კარგი იქნება გეთქვა, აი რა იცვლება და როგორ 5. დამისახელე ჰოლანდიელი მხატვრები 6. დამისახელე ჰოლანდიელი მწერლები, ძველი და ახალი თაობის 7. დამისახელე უცნობილესი მუსიკოსები ჰოლანდიაში, როგორც პაპსავიკური, ისე კლასიკური. თუ ყავთ საერთოდ შენ უფრო იცი. სხვა ჟანრიც მაინტერესებს თუ გინდა, მაშ? 8. ნაციონალური კერძები ჰოლანდიაში 9. მეზღვაურები, აი მფრინავზე გამიგია რაღაც. სხვებიც მინდა რა 10. ჰოლანდიის ომები, მომიყევი ცოტა რამ ვისთან ქონდა, რომელი მოიგო რომელი წააგო
ჰოლანდიურ ფეხბურთზე 1. აიაქსის გერბი ამიხსენი, რა რას გამოხატავს, ასევე მითხარი, რა ფირმა იყო ,,აბნ ამრო"? 2. როდის ქონდა ვან ბასტენს დებიუტი, რითი იყო გამორჩეული, რა მოხდა იმ დღეს, როგორ ითამაშა კიდევ 3. ვინ ჩამოაყალიება აიაქსის საფეხბურთო სკოლა, სულ თავიდან, ვინ იყო ,,ფესვი". და როცა უკვე აღზევება იყო აიაქსის სკოლის, ვინ მართავდა 4. როგორი ტაქტიკით თამაშობდა მიხელსის აიაქსი (განლაგება) 5. ვინ არის ჰოლანდიის ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირი, მომიყევი ცოტა რამ მისი ბიო-დან, იყო თუ არა ის ვარსკვლავი ისიც მაინტერესებს 6. ვინები ითვლებიან ჰოლანდიური ფეხბურთის ,,მამებად", ჩამოყალიბებისას, აი სულ თAვიდან. რომელი იყო პირველი კლუბი ჰოლანდიაში, ვინ დაარსა. მერე ჩემპიონატი ვინ მოაწყო, მოკლედ რითი დაიწყო ჰოლანდიური ფეხბურთი 7. ვინ იყო აიაქსის ,,ბურჯი" 70-იანებში, კრუიფი ყველას გაუგია. ვინ იყო ,,ლიბერო", ასევე დაცვაში მთავარი ვარსკვლავი (მოუგია თუ არა იმ ,,ვარსკვლავს" რამე ინდივიდუალური, ეგეც მაინტერესებს, იქნებ მოიგო კიდეც რა ვიცი, თუ არ მოუგია არ იყოს ვარსკვლავი) საერთოდ რა პოზიციაზე თამაშობდა კრუიფი? 8. ჩამომითვალე რეპის, რენსენბრინკის, კროლის პოზიციები, რა იყო მათი მთავარი ,,კოზირი" თამაშისას. ასევე სხვა ლეგენდები, ყველას ხო არ დავასახელებ. უფრო 70 წლამდე მაინტერესებს 9. ვინები იყვნენ კრუიფის მთავარი მტრები, ვისთან ქონდა ხოლმე უსიამოვნებას რომ ეძახიან. როგორც სხვა გუნდებში, ისე საკუთარში. ასევე ,,ჩინოვნიკებში" 10. ობიექტური ჟურნალისტები ჰოლანდიურ ფეხბურთში. ან გამოცემები
სნეიდერზე 1. ვისი რჩევით რეკომენდაციით მოიყვანეს სნეიდერი აიაქსში. ვინ იქონია გავლენა მისი ხასიათის ჩამოყალიბებაზე, როგორი ბავშვი იყო სნეიდერი ამ ადამიანამდე, ანუ რა შეიცვალა 2. ვისთან ქონდა დებიუტი აიაქსში და რომელ გუნდთან,. ასევე ვინ იყო მწვრთნელი რომელმაც ნაკრებში ათამაშა პირველად. რა ფაქტით იყო გამორჩეული მისი დებიუტი ნაკრებში 3. ვინ იყო სნეიდერი ბავშვობის კერპი ფეხბურთში 4. ვის ადარებდა აიაქსის მწვრთნელის იმ დროინდელი თანაშემწე სნეიდერს, და ვინ იყო ის თანაშემწე 5. რისი კეთება უყვარს სნეიდერს თავისუფალ დროს
ჯერჯერობით ესენი მაინტერესებს ძალიან, მერე კიდევ სხვა კითხვები დამებადება : ( უცებ ვერ მოვეგე აზრზე
ასევე შენ გეცოდინება, ეგერ ქართველი ვარო დაგიწერია და პატრიოტი კაცი ხარ ეტყობა მაგარი ჩვენს ქვეყანაზე 1. საქართველოს დროშა, რა რას ნიშნავს დროშაზე, ახლა არ მითხრა ჯვარს ვერა ხედავო? 2. ისტორიულად წამყვანი ქართველების სომეხი ცოლები, დედები, რა ვიცი 3. ქართველები საიდან მოვიდნენ, კვერცხივით ხო არ დაგვდეს? აი სულ თავიდან მაინტერესებს 4. დავით აღმაშენებლის ან თამარ მეფის დროინდელი საქართველოს დროშები, რამდენი ქონდათ, რას ნიშნავდნენ 5. მეფეების საყვარლები. გორგასალის, ბრწყინვალის, ლუარსაბის და რავიცი მე. მე ისიც არ ვიცი ქრონოლოგიურად რომელი მეფე რომელს მოსდევდა, ასე რომ გთხოვ, ზეპირად ხომ იცი, დამიწერე პირველი მეფიდან ბოლო მეფემდე აუ რამდენი რამე მაინტერესებს, გეოგრაფიიდან ისტორიიდან გეოლოგიიდან მარა კაი 5 იყოს : (
1. დინამოს პირველი მწვრთნელი 2. როდის ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა პირველი თამაში, ვისთან. რა ანგარიში 3. დინამოს თამაშები ჰოლანდიურ გუნდებთან, ქონია საერთოდ თუ არა. რა მოხდა იქ. 4. ბორი პაიჭაძის პიროვნება. ასევე რამდენი გოლი გაიტანა, გაუტანა თუ არა მაგარ გუნდებს და საერთოდ მაინტერესებს რა დონის ფეხბურთელი იყო, ვარსკვლავი თუ დაერქმეოდა, თუნდაც საქართველოს მასშტაბით 5. რუსები ქართულ ფეხბურთში. მომიყევი მაგ მწვრთნელებზე.
მადლობა
This post has been edited by 1+1=3 on 11 Jan 2011, 15:18
|