[“ლა ლიგის გამარჯვებულის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია”]
ჟოზე მოურინიომ, მადრიდის “რეალის” და “ალმერიას” დაპირისპირების შემდეგ, პრესასთან კომენტარი გააკეთა:
“ფრე არის ორი ქულის დაკარგვა. ჩვენ ყოველთვის მოგება გვსურდა, მაგრამ ჯერ არის “ლა ლიგის” მეორე წრე სათამაშო”.
“ჩვენ რიტმში არ ვთამაშობდით, და ამას უკვე პირველივე ნახევარში შევეგუეთ. “ალმერია” კარგად თამაშობდა, ორგანიზებული იყო და თავისი პოტენციალიც კარგად გამოავლინა. ქედს ვიხრი მათ წინაშე, ამ უმნიშვნელოვანესი ქულების მოპოვების გამო”.
“ნორმალურ ჩემპიონატებში მსაჯები ყველა გუნდს ერთნაირი კრიტერიუმებით აფასებენ, მაგრამ განსხვავებაა “ლა ლიგაში”. ჩვენ სეზონის შუაში ვართ და შეიძლება დეფიციტიც გვქონდეს”.
“მე არ ვაპირებ წუწუნს მსაჯობაზე. მირჩევნია, არბიტრებზე კარგად ვილაპარაკო, როგორც ეს წინა ხუთშაბათს გავაკეთე, მიუხედავად იმისა, რომ გოლი თამაშგარედან გაგვიტანეს. სჯობს, არაფერი ვთქვა. ვიცნობ ამ რეფერის, როცა ესპანეთში ვმუშაობდი, თუმცა როგორ ჩანს, 2011 წელსა და 1996 წლებს შორის ბატონი პერეს ლასა შეცვლილა”.
“ვფიქრობ, ჯერჯერობით ყველაფერს კარგად ვაკეთებთ. 15 მატჩი მოვიგეთ, ერთი წაგება და სამი ფრე, მაგრამ ეს არაა საკმარისი ჩემპიონობისათვის. იმედია, შედეგს მეორე წრეში გავაუმჯობესებთ”.
ინფორმაციის წყარო : RealMadrid.Com
მიმაგრებული სურათი