ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა მარკ ვან ბომელმა გაუზირია თავისი შთაბეჭდილებები ჟურნალისტებს , მიუნხენის "ბაიერნიდან" , იტალიურ "მილანში" გადასვლის თაობაზე
გავიხსენოთ , რომ 33 წლის ნახევარმცველმა "როსონერისთან" ნახევარ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
"ჩემი ინიციალები მარკო ვან ბასტენის , ინიციალებს ემთხვევა"- განაცხადა ინტერვიუში ვან ბომელმა"
"მე ვიცი ამ კლუბის ისტორია, რადგან როდესაც მე პატარა ვიყავი, თვალყურს ვადევნებდი "მილანის" ყოველ თამაშს. ამ გუნდში თამაშობდა რამდენიმე ჰოლანდიელი, არა მარტო ვან ბასტენი. ყველამ იცის , თუ ეს რა კლუბია! მე ახლა 33 წლის ვარ. გულწრფელად ვამბობ, როდესაც "როსონერიმ" შემომთავაზა კონტრაქტი, მე არ დავფიქრებულვარ ერთი წუთითაც კი. მე ვამაყობ რომ ჩავიცმევ შავ-წითელ ფორმას და ძალიან კმაყოფილი ვარ, "მილანით" - ერთ-ერთი საუკეთესო კლუბით მსოფლიშო. გუნდს რომელსაც აქვს უამრავი პრიზი"
"მზად ვარ სათამაშოდ "სამპდორიასთან" ? დიახ, მე ყოველთვის მზად ვარ. ვითამაშებ თუ არა მე , ამას მწვრთნელი გადაწყვეტს. ჩემი მიზანია - გავიმარჯვო ჩემპიონატში, მეტი ოცნება მე არ მაქვს. სამწუხაროდ მე არ შემიძლია ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. დერბში გამარჯვები? მე უკვე ვითამაშე "ინტერის" წინააღმდეგ "ბავარიის" შემადგენლობაში , ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც ჩვენ , დასანანად წავაგეთ. დერბი - ჩვეულებრივი თამაში არ არი, ეს რაღაც უნიკალურია. მე უკვე ვესაუბრე სნეიდერს და არ შემიძლია დაველოდო ამ დაპირისპირებას"
"გავიხსენებ 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალს, როდესაც მე ვთამაშობდი "პსვ-ს" შემადგენლობაში. ჩვენ მოგვიწია "მილანის" წინააღმდეგ თამაში. პირველ მატჩში ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მეორეში- არც ისე ცუდად. გადამწყვეტი გახდა ის ფაქტორი, რომ ჩვენ "სან-სიროზე" გატანა ვერ შევძელით , "მილანმა" კი ამის გაკეთება ჩვენსავე მოედანზე შეძლო. მეორე მხრივ, ერთი წლის შემდეგ, როცა მე უკვე "ბარსელონაში" ვიყავი, ჩვენ შევძელით გაგვეტანა გასვლაზე , და ეს გამოხდა მთავარი ფაქტორი, იმისათვის რომ ფინალში გავსულიყავით"
" "ბაიერნთან" ერთად მე ძალიან კარგი მომენტები მაქ განცდილი და მე არ შემიძლია ასე სევდიანად დავტოვო კლუბი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ, იტალიაში ყველაფერი გამომივა.. თუმცა შეიძლება, მე ისევ დავბრუნდე გერმანიაში" - შეაჯამა "როსონერის" ახალწვეულმა
უყურე შენ