ესპანეთის პრიმერას აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანკსისკო როკა პერესმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ნაწილდება ტელეტრანსლიაციებიდან მიღებული შემოსავლები კლუბებს შორის.
”პრიმერაში მოთამაშე გუნდების შემოსავლების სტრუქტურა ერთნაირია: მატჩების ტრანსლირების უფლებების გაყიდვა, ბილეთები, სპონსორები, აქსესუარების რეალიზაცია. რაც შეეხება შემოსავლებს, ის ყველა გუნდის შემთხვევაში განსხვავებულია. ვისაუბროთ ორ წამყვან გუნდზე, ”ბარსელონასა” და ”რეალზე”. მათი ყოველწლიური ბიუჯეტი 400 მილიონ ევროს აჭარბებს. მათი თამაშების ტრანსლირების უფლებას (მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატი) ფლობს ”მედია პრო”, რომელიც კლუბებს წელიწადში დაახლოებით 135 მილიონ ევროს უხდის. ”ვილიარეალის”, ”სევილიას” და ”ვალენსიას” დონის გუნდები დაახლოებით 25 მილიონ ევროს იღებენ. ხოლო, თამაშების ჩვენების უფლებების გაყიდვიდან კიდევ უფრო ნაკლები შემოსავალი აქვთ ”რასინგის” დონის კლუბებს - 12 მილიონი ევრო.
მთავარი პრობლემა ისაა, რომ შემოსავლების არათანაბარი გადანაწილების გამო ესპანეთის პრიმერა ძალიან არაერთგვაროვანია. უხეშად რომ ვთქვათ, არსებობენ ”ბარსელონა” და ”რეალი”, რომელთა შორისაც მიმდინარეობს ბრძოლა ჩემპიონობისთვის, და ასევე არსებობენ სხვა გუნდები, რომლებიც ასეთ პირობებში ტიტულის მოპოვებაზე ვერც ოცნებობენ. თუ ასე გაგრძელდება, მაშინ ინტერესი ჩემპიონატის მიმართ დაიკლებს. ეს კი თავის მხრივ დანაკარგებს გამოიწვევს კომერციული თვალსაზრისით, რაც შესაბამისად ”ბარსელონასა” და ”რეალზეც” აისახება.
ორი წლის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ”ბარსელონასა” და ”რეალთან”, რომ დაგვერწმუნებია ისინი, ესპანეთის პრიმერას ინტერესებიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ შემოსავლების მეხუთედზე, რაც თავის მხრივ მცირე გუნდების შემოსავლებს დაემატებოდა. როგორც ჩანს, ჩვენ ეს შევძელით. შეთანხმების სამუშაო ვარიანტს ხელი პრიმერას 12 კლუბმა მოაწერა. შეთანხმება ძალაში 2013/14 წლების სეზონის დასაწყისში შევა.” - განაცხადა როკა პერესმა
Read more:
http://barcamania.ge/index.php?newsid=5665#ixzz1CEX12ACxკრიზისიდან ამოვალთ !

+ აზიურ ბაზარზეც თუ გავალთ ყველა კლუბი წელში გაიმართება. როგორც ვიცი მილიარდი შემოვა აზიადან