მოიცათ, აქ ვინმეს მართლა სჯერა, რომ ვილა რაულს ჯობია?

ვილას ცოლი რომ შეაერთონ სიმართლის დეტექტორზე და ათქმევინონ, ჩემი ქმარი სჯობია რაულსო, იმას აუნთებს დეტექტორი წითელს და თქვენ როგორ გჯერათ ეგ

მარა თუ აინტერსებს მაინც ვინმეს რითი სჯობს რაული ვილას, გეტყვით
1) დარტყმით. რო დაარტყავს რაული ვილას, გადააფრეს ამერიკაში
რაულს შეუძლია საჯარიმოს ნებისმიერი წერტილიდან, სულ რომ ცხრა მცველი და მეკარე აღიმართონ მის წინ, მაინც გააძვრინოს და გადაფრინოს ბურთი მაგათ შუა თუ მაგათ თავზე და გაიტანოს. დაჟე, ამაში, მასზე ზოგადად უფრო დიდი ფეხბურთელებიც კი ვერ შეედრებიან. აქვს დარტმის ძაან მაგარი ტექნიკა და სიზუსტე.
2) მომენტების გამოყენების მაღალი პროცენტი. მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც ნაკრებში ვილას ტამაშების მხრივ უკეთესი პროცენტული მაჩვენებელი აქვს გატანილი გოლების, უშუალოდ დარტყმების რეალიზაციის პროცენტი რაულს უფრო მაღალი აქვს.
3) "საფეხბურთო ალღო" ( რაც სინამდვილეში სწრაფი აზროვნების და ფეხბურთის ცოდნის სინთეზია). რაულს ყველაზე უკეთ შეუძლია განსაზღვროს ( ერთი ინძაგი თუ შეედრებოდა ამაში) ასხლეტილი თუ მოგერიებული ბურთის ტრაექტორია ბურთის მოძრაობის მომენტში, პირველი გაჩნდეს მასთან და გააგზავნოს კარში.
4) პოზიციურად ზუსტი თამაში/გახსნა - ეს შედარებით ბევრს შეუძლიათ მაღალ დონეზე კარგი ფორვარდებიდან და რაულიც ერთ-ერთია.
5) რაული შემტევ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო "მუშა" ფეხბურთელია. ყოველთვის ბოლომდე იხარჯება მოედანზე და პრესინგს თამაშობს.
ეს საფეხბურთო თვისებები.
პიროვნული თვისებები:
ვინც კი მინახავს, ერთ-ერთი ყველაზე უფრო შეგნებული ადამიანია. ნუ ფეხბურთელებიდან ამ მხრივ ერთი ბუფონს თუ დავაყენებ მის გვერდით.
სიცოხლეში არ უსიმულიანტია, არასოდეს არ უუხეშია ძალით (ჯერ მარტო ის რად ღირს, კარიერაში წიტელი ბარათი რომ არ ა ქვს მიღებული). ყოველთვის პატივისცემით ექცევა ნებისმიერი სოცილაური დონის თუ უნარის ადამიანს. არასოდეს "აჯვავს" და ამცირებს ადამიანებს, თუკი პიროვნულად არ იმსახურებენ იმ კონკრეტულ მომენტში მაგას. სხვა ფეხბურთელ-მწვრთნელებისგან განსხვავებით ყოველთვის გაგებით ეკიდება მსაჯების შეცდომებს. მაგისთვსიაც გაუუქმებიათ სამართლიანად გატანილი გოლები და უჩვენებიათ უსამართლოდ ყვითლები, მაგრამ ყოველთვის აღნიშნავს ხოლმე, რომ მსაჯებიც არ არიან ადამიანური სისუსტეებისგან დაზღვეულები და ეგენიც შეიძლება შეცდნენ, ამიტომ არასოდეს დაუჯვავს მაგათთვის. ყოველთვის ყველაფერში, რასაც ეგ აკეთებს, უდიდესი შეგნება და ინტელექტი ვლინდება.
ნუ ფიზიკურადაც სიმპატიურია
This post has been edited by ramshtain on 15 Jan 2011, 20:46
„მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოანე 14,6)