ტორესი: “ბავშვობაში არც “ლივერპულის” გულშემატკივარი ვიყავი და არც “ჩელსის”
5.02.2011 17:54
ლონდონის “ჩელსის” ესპანელი ახალწვეული, ფერნანდო ტორესი აცხადებს, რომ მას არ ესმის იმ ფეხბურთელების, რომლებიც ახალ გუნდში გადასვლიდან რამდენიმე კვირაში, კლუბისადმი ერთგულების გამოხატვის ნიშნად, მის გერბს ეამბორებიან. 50 მილიონ ფუნტად ღირებული ესპანელი თავდამსხმელის განცხადებით, ეს მას “ლივერპულში” თამაშის დროს არასდროს გაუკეთებია.
“ლივერპულის” ემბლებისთვის არასდროს მიკოცნია. რამდენიმე ფეხბურთელს შევამჩნიე, რომ ახალ გუნდში გადასვლიდან რამდენიმე კვირაში, ისინი კლუბის ემბლემას კოცნიდნენ. ფეხბურთმა რომანტიზმი დაკარგა.
ჩემი საქმე მხოლოდ გოლების გატანაა. მადრიდში ვარ დაბადებული და შესაბამისად, ბავშვობაში არც “ლივერპულის” გულშემატკივარი ვიყავი და არც “ჩელსის”. ვიყავი და დღემდე ვრჩები “ატლეტიკოს” გულშემატკივრად. მადრიდული კლუბის ემბლემა ერთადერთია, რომელსაც შემიძლია ვაკოცო” – ციტირებს ტორესის სიტყვებს The Telegraph-ი
ატლეტიკო მიატოვა და ლივერპული ვინ ჩემი ბედენაა

სკაუზერებს ეწყინებათ ეს ინტერვიუ, მაგრამ რას იზამ, რეალობაა. ტორესის გული მადრიდელებს ეკუთვნით