"ეს კაცი თავის გზაზე მიდის და გვერდზე არ იხედება - ეს კარგია თუ ცუდი არ ვიცი, უნდა დაველოდოთ, მაგრამ იმ თბილ კლუბს, როგორადაც მე ბაიერნს ვიცნობ, ასეთი რამ არ შეეფერება," ამბობს ARD-ს ექსპერტი და ექს-ბავარიელი მეჰმედ შოლი.
ყოფილი მიუნხენელი მსოფლიო კლასისს მეკარე ოლივერ კანიც იგივე აზრზეა და ვან გაალს ერთპიროვნულობაში ადანაშაულებს: "იქ, სადაც თანამშრომლობაა საჭირო, ვან გაალი გადაწყვეტილებებს მარტო იღებს და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ ატყობინებს ხელმძღვანელობას. მწვრთნელმა უფროსობა გადაწყვეტილების ძიების პროცესში უნდა ჩართოს... ახლა კი ვან გაალი წარმატებისთვის არის განწირული. მისი სკამი ბაიერნში მხოლოდ წარმატებებზეა დამოკიდებული. პრინციპში ზუსტად ეს არის ვან გაალის კრედოც: სიკვდილი ან გამარჯვება," წერს კანი თავის kicker-ის ბლოგზე.
კანისთვის ასევე ძნელია იმის გაგება, თუ რატომ გაუშვეს გუნდიდან მარკ ვან ბომელი: "ჩემთვის ეს პრობლემატური საკითხია, როდესაც შუა სეზონში მოთამაშეს გუნდიდან უშვებ - თან ასეთ გამოცდილ და მნიშვნელოვან კაცს, როგორიც ვან ბომელია. ის გუნდში წამყვანი ფიგურა იყო და ახალგაზრდა ფეხბურთელებს წინ მიუძღოდა," წერს ბაიერნის ექს-კიპერი.
ვან ბომელის თემა შოლისთვისაც გაუგებარია: "გუნდი დაეტოვებინოს შუა სეზონზე დამსახურებულ მოთამაშეს, კაპიტანს და ნახევარი წლით სადღაც სხვაგან ეთამაშოს, ასეთი რამ მიუნხენის ბაიერნის ისტორიას არ ახსოვს... ვან ბომელის წასვლა გაქცევას უფრო ჰგავს. რა მოხდა ადრე? რას გაექცნენ ლუსიო, დემიკელისი, ტონი? ამ ხალხს იმის შანსიც არ დაუტოვეს, რომ წესიერად და რესპექტაბელურად გაეცილებინათ გუნდიდან. ეს სამწუხაროა," ამბობს 40 წლის შოლი.
ვან ბომელი შტეფან ეფენბერგსაც მოენატრა: "რა თქმა უნდა, ვან ბომელი გუდს დააკლდება. ის დიდ საერთაშორისო შეხვედრებში გუნდს ძალიან სჭირდება," აცხადებს ეფენბერგი ბილდთან საუბარში.

შოლი იმენა დებილია !