ამონარიდები ფილიპ ლამის ინტერვიუდან
ლამი: მე ვარ ბაიერნის ერთი ჩვეულებრივი კაპიტანი, რომელსაც არანაირი გართულება არ აქვს სხვის აზრებზე. მე და ბასტიანი ახალგაზრდული გუნდიდან მოყოლებული ერთად ვთამაშობთ, ამასობაში მოვიგეთ რამოდენიმე ტიტული. მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
შეკითხვა: დორტმუნდისაგან 14 ქულაა ჩამორჩენა. გროსკროიცის ფიქრობს, რომ მისი გუნდი დარჩენილ თამაშებიდან არცერთს არ წააგებს...
ლამი: მე ასე არ ვფიქრობ. რამოდენიმე ტურის შემდეგ, 26 თებერვალს დორტმუნდი მიუნხენში ჩამოდის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ისინი მინიმუმ ერთ თამაშს დათმობენ.
ვან გაალთან ურთიერთობაზე...
ლამი: როცა რაღაც არ მომწონს მივდივარ და პირდაპირ ვეუბნები ჩემს გულწრფელ მოსაზრებას. იგი ყოველთვის ელის ჩემგან ამას. ჩვენი ურთიერთობა ძალიან კარგია. მე ვაფასებ მის მუშაობას, მომხრე ვარ მისი ფილოსოფიის.
შეკითხვა: 9 თებერვალს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის დროს, შესაძლოა მიხაელ ბალაკთან ერთად მოგიწიოთ ყოფნა, გიხარიათ მასთან შეხვედრა მას შემდეგ, რაც ნაკრების კაპიტნის თემის განხილვის შემდეგ...
ლამი: ნაციონალური ნაკრების მწვრთნელმა თქვა, რომ თუკი ბალაკი მწყობრში იქნება, მას გამოიძახებს. მე მოხარული ვარ, რომ იგი დაუბრუნდა მოედანს. ვფიქრობ ტრამის შემდეგაც კი მას შეუძლია გუნდში დიდი როლი ითამაშოს.
შეკითხვა: და თქვენ მას კაპიტნის სამკლაური უნდა დაუბრუნოთ...
ლამი: დიახ, ასეა. როცა მიხაელი ბრუნდება - ის კაპიტანია, მე კი ვიცე-კაპიტანი.
მიმაგრებული სურათი
https://youtu.be/xpwhTi3pwu8?t=1396 ძუძუ ძმაო.