როჟერიო სენიმ კარიერაში მეასე გოლი გაიტანა(ვიდეო)
38 წლის მეკარემ როჟერიო სენიმ, რომელიც 2002 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ასევე არის 3-3 გზის ბრაზილიის ჩემპიონი და ლიბერტადორესის თასის მფლობელი, უნიკალურ შედეგს მიაღწია. ის პირველი მეკარეა რომელმაც 100 გოლის გატანა შესძლო. აქედან 56-ჯერ მან საჯარიმო დარტყმით იხეირა, ხოლო 44 გოლი კი 11 მეტრიანის შესრულებით გაიტანა.
"საიუბილეო" გოლი მან "სან-პაულოს" შემადგენლობაში "კორინთიანსის" წინააღმდეგ, საჯარიმო დარტყმით გაიტანა, რითაც თავის გუნდს გამარჯვების (2:1) მოპოვებაში დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ მის გუნდს "კორიანთიანსი" ბოლოს მხოლოდ 2007 წლის თებერვალში ყავდა დამარცხებული.
ფიფა-ს მონაცემებით მას 98 გოლი აქვს გატანილი, თუმცა სენი ამ რიცხვს კიდევ ორ გოლს უმატებს, რომლებიც ამხანაგურ მატჩებში გაიტანა. "ფლამენგოსა" და "სანტოსის" გაერთიანებული გუნდის წინააღმდეგ 1998 წელს და რუსული "ურალანის" წინააღმდეგ
http://championat.ge/news.php?id=109