ეხლა დავწერე ვალენსიაზე ლექსი .... იმეიდა მოგეწონებათ ..
ვალენსიასთვის დღეისთვის, ლიგის მოგება ძნელია
ამას თან ერთვის ისიც, რომ ემერის გონება ბნელია
ღამურებს არ შერჩენიათ არცერთი კარგი მცველია
მარცხენა ფლანგზე მატიე, სისწრაფით ძალზედ ნელია
მესტალიის კარის ხაზთან დავრგოთ ხე ან დავდოთ ბელტი
ვგონებ იყოს უკეთესი, ვიდრე ვნახო დეალბერტი
ნეტავ ერთხელ შემახვედრა ,რათ ვურტყა თავში კეტი
დამიჯერეთ იმედები გაგვიხდება უფრო მეტი
საყრდენად გვყავს ჰედვიგესი
შეხვდეს გზაზე თუნდაც მესი
ისეთ პადკატს გაუკეთებს
გაუწყდება უმალ მყესი
ფლანგზე ძალზედ კარგები გვყვას
ვისენტე და ხოაკინი
14 ნომერს ტრამვებისგან აუდუღდა უკვე ტვინი
ცენტრში ბანეგა ბატონობს
და მოგვაგონებს მეფე ლომს
ვალენსიელთა რიგებში
მისი ფუნქცია მატულობს
აქვე სადღას ფრანგებიდან შევიძინეთ ტინო კოსტა
ისიც მალე გუნდს მოერგო, შეწყვეტა თურქთა ლოცვა
ჩვენ დღეს ლიგის მოგებისთვის დაგვჭირდება ცოტა მოცდა
მაგრამ გვძალუძს კიდევ ერთხელ, ის, რაც 7 წლის წინ მოხდა
წინ გვყავს ორი უგზოუკვლო
სოლდადო და ადურისი
დომინგესმა თამაშს უკლო
სად გავუშვა აღარ ვიცი
ერთი სურვილი კვლავაც მაქვს, ვგონებ არ არის მთლად კაი
მანუელ ბიძიას ერთსა ვთხოვ, რომ არ გაუშვას უნაი
ბიჭებო განავითარეთ თქვენი დარტყმა და პასია
რათა ამაყად ვიძახოთ, ყველამ ამუნტ ვალენსია
ძააან ნუ განაკრიტიკიბთ ეს ჩემი პირველი ლექსია
This post has been edited by banega on 2 Feb 2011, 21:36