აჰ მე არ მახსოვს თამაში და შენ გახსოვს არა ?

დაჟე აქეთ რო შემოგვიტიეს
აი ბაიერნი მეც მაგრად მევასება რა და აი ვერ ვხვდები პროსტა ბაიერნის ბალეშიკმა შალკეს რაზე უნდა უბალეშიკოს ? ეგ და შტუტგარტი აი ძაანნ მაგრა მეჯავრებიან :პუკე:
* * *
მატჩის შემდგომი კომენტარები! უნაი ემერი (ვალენსიას მთავარი მწვრთნელი): მოწინააღმდეგეს ჩვენ კარში გოლის გატანა გამოუვიდა, ესეიგი ის ამას იმსახურებდა. რომ არა რაულის გოლი, მე ჩემი გუნდის თამაშს დამაკმაყოფილებელს უწოდებდი. ვისენტე გუაიტამ (ვალენსიას მეკარე -ავტ.) ჩვენ არაერთხელ გვიხსნა გაშვებული გოლისაგან, თუმცა ბოლოს "შალკემ" თავისი მაინც გაიტანა. ფრე ჩვენთვის კარგი შედეგი არ იყო, თუმცა არც კატასტროფაა. გერმანელებს კარგი გუნდი ჰყავთ, ჩვენ კი მეორემხრივ აუცილებლად კორექტივები უნდა შევიტანოთ დაცვით სქემაში. რაულმა და ჰუნტელაარმა ჩვენ ბევრი პრობლემები შეგვიქმნეს. საპასუხო მატჩისთვის ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიდეთ კარგ ფიზიკურ კონდიციებში. მე კი დარწმუნებული ვარ ჩვენს გასვლაში. საჭიროა მეორე მატჩისთვის მზადება, თუმცა ამ ეტაპზე ესპანეთის ჩემპიონატზე გადართვაა საჭირო.
ფელიქს მაგათი (შალკეს მთავარი მწვრთნელი): ჩვენ მშვენიერი თამაში ვაჩვენეთ და ეს შედეგიც დავიმსახურეთ. ჩვენ არაერთი რეალური საგოლე მომენტი გავაცუდეთ, როლის გატანცა უსიკვდილოდ გვმართებდა. "ვალენსიამ" თავის დროს გოლი გაიტანა, ეს კი ჩვენი სუსტი დაცვის ფონზე მოხდა. ცენტრალურ მცველთა დუეტმა უბრალოდ ართმევაზე უნდა ითამაშოს, აქ კი არაფერი ყოფილა არასწორად გაკეთებული. რაულის გოლი უბრალო სასიხარულო ეპიზოდი არ ყოფილა. იგი ბომბარდირადაა დაბადებული, ამას კი მისი თამაში ადასტურებს. მისი მეურვე რაულს შესწავლილი ჰყავდა, რომლის მინუსებიც სათავისოდ გამოიყენა და გოლიც შემოგვთავაზა. იგი ხვდებოდა, თუ საით უნდა შეეცვალა პოზიცია, რათა დაელაშქრა კარი. მისი საფეხბურთო სილამაზე იმაშიც იხატება, რომ ეგოიზმის გრძნობით არაა შეპყრობილი და შეტევებში პარტნიორების ჩართვაც უყვარს. ჩვენ წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ეხლა საჭიროა სახლში მივიღოთ ისეთი გუნდი, რომელიც სწრაფ ფეხბურთს დაგვიპირისპირებს. ჩვენ უმაღლესი შედეგების მისაღწევად მზად ვართ.
რაული (შალკეს ფორვარდი): ჩვენ მშვენიერ შედეგს მივაღწიეთ, თუმცა ჩვენს წყვილში მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა. "ვალენსია" როგორც სახლში, ასევე გასვლაზეც ძლიერ ფეხბურთს თამაშობს, რომელიც ამ ტურნირში არაერთხელ დაუმტკიცებია. რაც შეეხება ჩემს გოლს, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სტადიონი "მესტალია" - ეს ის ადგილია სადაც მე ყველაფერი გამომდის. ჩემთვის ჩემპიონთა ლიგა გამორჩეული ტურნირია. მე კმაყოფილი ვარ იმ ფაქტით, რომ გატანას კვლავაც ვახერხებ და რაც მთავარია "შალკეს"
წარმატებებში დიდი წვლილი შემაქვს.
ხურადო (შალკეს მოიერიშე): მატჩიდან მიღებული რეზულტატი, არ სცემს კითხვაზე პასუხს- "რომელი გუნდი გავა მომდევნო ეტაპზე?!". დარწმუნებული ვარ, რომ საპასუხო შეხვედრაში "ვალენსია" ჩვენ არაერთ პრობლემას შეგვიქმნის. ამიტომაც ამ განმეორებითი მატჩისთვის განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვემზადოთ, რადგან მისი ბედი შესაძლოა წვრილმანმა დეტალმაც კი გადაწყვიტოს. საჭიროა მივხვდეთ, რომ "ვალენსია" ძალიან ძLიერ ფეხბურთს გვიპირსპირებდა რაულის გოლამდე.
სოლდადო (ვალენსიას შემტევი ნახევარმცველი): ჩვენ ვიცოდით, რომ მოწინააღმდეგე ძალიან საშიში იყო, შეტევაში კი თვისობრივ ფეხბურთს აჩვენებდა. რაც შეეხება რაულს, ერთ მეტრიანი თავისუფალი ზონაც კი არ უნდა მისცა, მას ყოველ წამს შეუძლია გატანა. ჩვენ საპასუხო შეხვედრაში დავამტკიცებთ, რომ ფარ-ხმალი ჯერ არ დაგვიყრია. ჩვენი გუნდი ამბიციურია.
დომინგესი (ვალენსიას ნახევარმცველი): ეს არ ყოფილა ჩვენი ყველაზე წარმატებული დღე, თუმცა ჩვენ არც ცუდად გამოვიყურებოდით. ჩვენ ვიცოდით, რომ მოწინააღმდეგე ძლიერი გვყავდა, ისინი დაკომპლექტებული არიან მსოფლიო დონის ფეხბურთელებით. ჩვენ აუცლებლად ვნახავთ მატჩის ჩანაწერს და გავაანალიზებთ თითოეულ შეცდომას. ვფიქრობ 1/4 ფინალში გამსვლელი გუნდის ვინაობა გერმანიაში გაირკვევა.
ნოიერი (შალკე მეკარე & კაპიტანი): ჩვენ კმაყოფილები უნდა ვიყოთ ამ მატჩის შედეგით. დავალებათა 50 პროცენტი უკვე შესრულებულია, დანარჩენი 50 პროცენტი კი საპასუხო მატჩში უნდა შევასრულოთ. ვფიქრობ 1/4 ფინალში გასვლის კარგი შანსი გავქვს. საპასუხო მატჩის დროს საჭიროა დაცვითი ფეხბურთის უფრო კარგად ფორმულირება, თუკი ჩვენ გოლს არ გავუშვებთ, ესეიგი მომდევნო ეტაპზეც გავალთ. ვფიქრობ ჩვემი კარის მშრალად შენახვას მოვახერხებ.