ვან ნისტელროი “რეალში” მისაბრუნებლად მილიონს თავად იხდიდა“ჰამბურგის” ჰოლანდიელ ფორვარდ რუდ ვან ნისტელროის, მადრიდის “რეალში” დაბრუნების ისეთი სურვილი ჰქონდა, ფეხბურთელი თანახმა იყო გერმანელთაგან მოთხოვილი თანხის ნახევარი თავად გადაეხადა. ამ ინფორმაციას, ესპანური AS-ი ავრცელებს და იქვე დასძენს, რომ სამეფო კლუბმა “ჰამბურგს” ვან ნისტელროის სანაცვლოდ, 2 მილიონი ევრო შესთავაზა.
მეტიც, 34 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, ესპანელებს შეუთვალა, თქვენს გუნდში უფასოდ ვითამაშებო. თუმცა, ვან ნისტელროის ოცნებას, ერთი უბრალო მიზეზის გამო არ ეწერა ასრულება - “ჰამბურგმა” უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ფორვარდს სატრანსფეროდ არ იმეტებს.
შეგახსენებთ, რომ რუდ ვან ნისტელროი ერთხელ უკვე თამაშობდა მადრიდის “რეალში” (2006-2010), მაგრამ ტრავმების სიმძიმემ და სიხშირემ, პოტენციალის სრულ გამოვლენაში ხელი შეუშალა (68 მატჩში 46 გოლი).
P.S მადრიდელმა გულშემატკივრებმა ქედი უნდა მოიხაროთ მისი "ვაჟკაცობის" წინაშე
,,ფეხბურთის თამაში მარტივია, მაგრამ მარტივი ფეხბურთის თამაში ურთულესია".. იოჰან კრუიფი.