მოურინიო: ინგლისში მინდა
14:56 27-01-2011
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისში დაბრუნების სურვილი ხმამაღლა გამოთქვა, სადაც ერთი ხანობა "ჩელსის" წვრთნიდა. "სამეფო კლუბის" დამრიგებლის თქმით, სამუშაოსგან სიამოვნების მიღება მოენატრა.
"გადავწყვიტე, ინგლისში დავბრუნდე, - განაცხადა პორტუგალიელმა. - საკუთარ მომავალზე კონკრეტულს ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი, მუშაობისგან სიამოვნების მიღება მომენატრა.
დიდი მნიშნველობა არ აქვს, ჩემი მომავალი კლუბი "მანჩესტერ იუნატედი" იქნება, "მანჩესტერ სიტი" თუ " ჩელსი", მთავარია საკუთარი მუშაობით სიამოვნების მიღება კვლავ შევძლო.
ვერ ვიტყოდი, რომ პრემიერლიგა ყველაზე სანახაობრივი ტურნირია პლანეტაზე, მაგრამ ორგანიზებით, სამართლიანი თამაშითა და მეტოქეთა შორის ურთიერთპატივისცემით ინგლისის ჩემპიონატი საუკეთესოა."
მომზადებულია The Sun-ის მიხედვით
http://sportall.ambebi.ge/fexburti/uckhour...davtsyvita.htmlრაიო?

წყარო კია ლელო, მაგრამ წერენ სანის მიხედვითო, ნუ შეიძლება მორიგი ჭორია, მაგრამ ეს მუშაობით სიამოვნება რაღაა მაშინ? თუ ამაზე კომენტარი არ გაკეთდა უახლოეს დღეებში რომ მე სხვანაირად ვთქვი და ამათმა სხვანაირად დაწერესო, ჩათვალეთ რომ ნაღდი ინფოა, ანუ ამ კაცს უკვე წასვლა უნდა...არადა სამწუხაროა მართლა...