გაიცანით უფრო ახლოს ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი.
ლუის (ალბერტო) სუარესი დაიბადა 1987 წლის 24 იანვარს (4 დღის წინ შეუსრულდა 24 წელი)
ურუგვაის ქალაქ სალტოში.
ლუისის სიმაღლე 181 სმ-ია. სათამაშო პოზიცია – თავდამსხმელი.
სუარესმა პროფესიონალური კარიერა სამშობლოში, კლუბ ნაციონალში დაიწყო,
სადაც 2005-06 წლებში 27 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.
შემდეგ კი უკვე ევროპისკენ აიღო გეზი. სუარესი ჰოლანდიურ გრონინგენში
ჩაირიცხა და ამ კლუბში 2006-07 წლებში 29 შეხვედრაში მეტოქეთა კარი
10-ჯერ აიღო.
ამის შემდეგ ლუისმა ამსტერდამის აიაქსს მიაშურა, სადაც მან 108 მატჩში
81 გოლის გატანა შეძლო და მიიქცია კიდეც ევროპის წამყვანი კლუბების
ყურადღება.
და აი დღეს, როგორც იქნა მისი ლივერპულთან დაკავშირებული საგა დასრულდა
ესეც ჩვენი სუარესი








ეს ყველაზე მეტად მიყვარს...
This post has been edited by lilo-emma on 28 Jan 2011, 22:03