SIDCFCეხლა მე ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებ მხოლოდ შემიძლია რაღაც ვივარაუდო.
რაც შეეხება მის სურვილს დატოვოს ამ მომენტში გუნდი არის ალბათ ის რომ მისი მოლოდინი არ გამართლდა სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. კი ბატონო მოვიდა სუარესი და თითქოს მეტი რა უნდა გაეკეთებინათ გუნდის მესვეურთ ეხლა მაგრამ არის ერთი ნიუანსი რომელიც ისევ და ისევ ჩემი აზრით გახდა საბაბი მისი გულის აცრუებისა.
ამ რამოდენიმე თვის უკან ერთ ერთმა მართლაც მსოფლიოს დონის ვარსკვლავმა ირიბად გააჟღერა სურვილი ებურთავა სიამოვნების გამო და ის ესთეთიური საფეხბურთო სიამოვნება მიეღო ლივერპულში. გამოგიტყდებით და ჩემი ჩუმი ოცნებაც იყო და სადღაც გულის კუნჭულში ვფიქრობდი კიდეც რომ ეგება ამ ახალმა მეპატრონემ როგორმე გადადგას მისკენ შემხვედრი ნაბიჯი მეთქი მაგრამ როგორც მივხვდი ახალ მეპატრონის გეგმებში ის არ შედიოდა. ამ დროს კი პირიქით ტორესი ხაზგასმით იმეორებდა რომ მას სურს გუნდმა დაიმატოს სწორედ კაშკაშა ვარსკვლავები. რაც საბოლოო ჯამში კლუბის მესვერებმა არ განახორციელეს.
(არადა მართლაც რომ მიემართათ 99% დარწმუნებული ვარ სწორი შეთავაზების პირობებში ის წამოვიდოდა!

)
ხოდა აი ეს ერთი კომპონენტი მგონია იმ ჯაჭვის რამაც მისი სურვილი გამოიწვია. არის კიდევ ერთი დაფარული ნიუანსი.
ეხლა რამდენად დამიჯერებს ვინმე ან რამდენად არა ეს არ ვიცი მაგრამ ის რომ ჩემპიონთა ლიგაზე რიგობრიობა დაცული იყო აქამომდე ეს მე ვიცი. ხოდა ეს რატომ ვახსენე. ამ სეზონში სწორედ ინგლისური კლუბის ჯერი იყო.(აი აქ რატომ ვიძახი იყო-ს და არა არის. მოკლედ რამოდენიმე დღის უკან აქვე დავაგდე პოსტი სადაც ვაჩვენე რომ ერთ ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში ხელმძღვანელი შეიცვალა. ხოდა მისი ხელმძღვანელობის პერიოდში რიგობრიობის პროცესი 100% დაცული იყო. ეხლა კი ისე დარწმუნებით თავს ვეღარ დავდებ თუმც მაინც ვივარაუდებ.) ხოდა აი ამ რიგობრიობის პრინციპიდან გამომდინარე იქ რიგში არიან MU, ჩესლი, არსენალი და ტოტენჰემი. მე კი გულით და სულით არსენალს უსურვებ ამ ოთხიდან იქ წარმატებას თუმც ეხლა ისე თავს ვერ დავდებ რომ ჩელსის აღარ მისცემენ ლიგას, განსაკუთრებით რუსული(ბინძური) კაპიტალის UEFA-ში შესვლის შემდგომ. შეიძლება მართლაც წელს ლიგა ჩელსის მისცენ(ან უკვე გაფორმებულიც აქვთ)თან ისე რომ ისინი უკვე გარიგებულნიც იყვნენ MU-სთან თუნდაც ამ დეტალებზეც კი და შესაბამისად დაუთმეს MU-ს EPL.
მოკლედ მთელი ვალაკიტაა.