რატო?

ცუდია კლასიკო თასის ფინალში? ნუ მართალია ბავშვები თუ გყავს სახლში ვერ უყურებ.... არ შეიძლება მაგათთვის ეგეთები 18 წლამდე


მათემატიკურად ”რეალი” ახლოსაა, თუმცა თამაშის ხარისხით ისინი ჩვენთან შედარებით ჩინეთში არიან.
ბოიანის კრიტიკას ბარსამანიის ადმინისტრაციისგან ესეთი სტატია მოჰყვა:
სტატია არის იმის შესახებ რომ ბევრს თხოვენ ბოიანს 20 წლის ასაკში. და დასასაბუთებლად მოყვანილია 20 წლის ასაკში ”ბარსელონას” ზოგიერთ ფეხბურთელს მიღწევები:
ა. ინიესტა: მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის ასაკში ინიესტა თავისი კარიერის მეორე წელს ასრულებდა ძირითადი გუნდის შემადგენლობაში, მისი სათამაშო დრო ძალიან მცირე იყო. მან მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
პედრო: მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი და ”ბარსას” ძირითადი გუნდის რეგულარული წევრი 20 წლის ასაკაში ”ბარსა C”-ში მოღვაწეობდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი კანარის კუნძულებიდან და მესი ერთი თაობისანი არიან, თუმცა პედროს გაცილებით დიდი დრო დასჭირდა ”ბარსას” ძირითად გუნდში მოსახვედრად.
პიკე: მცველი, რომლის შესახებაც დღეს ამბობენ, რომ ”ბარსას” ერას ქმნის, 20 წლის ასაკში ”სარაგოსაში” მოღვაწეობდა.
ბუსკეტსი: ბავშვი სიუტატ ბადიადან დღეს კატალონიური ფეხბურთის ყველაზე საინტერესო ტალანტია. 20 წლის ასაკში ის გამოდიოდა როგორც ”ბარსა ბ”-ს, ასევე ”ბარსას” ძირითად შემადგენლობებში. ერთი წლის შემდეგ ის გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდა.
კ. პუიოლი: როდესაც კარლესი 20 წლის იყო, ის თავის მეორე სეზონს ატარებდა ”ბარსა ბ”-ს შემადგენლობაში. კარლეს გუნდის მუდმივი წევრი იყო. მანამდე პუიოლი თამაშობდა ”ბარსა C”-ში, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს.
ვ. ვალდესი: მეკარე, რომელმაც 3 ”ზამორას” ჯილდო მიიღო და დღეს გუნდის შეუცვლელი წევრია, 20 წლის ასაკში ”ბარსა ბ”-ში თამაშობდა. მას დამატებით ერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ პირველ გუნდში გადმოსულიყო.
დ. ვილია: როგორც გუშინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, 20 წლის ასაკში ვილია თავის მეორე სეზონს ატარებდა ”სპორტინგის” შემადგენლობაში. მას დამატებით ერთი წელი დასჭირდა, რომ მეორე შემადგენლობიდან პირველში გადასულიყო, უკვე ”სარაგოსას” რიგებში.
კეიტა: სეიდუ, რომელსაც გვარდიოლა სამაგალითო ფეხბურთელად მიიჩნევს, 20 წლის ასაკში ”ლორიენტში” მოღვაწეობდა. ერთი წლის შემდეგ ის ”ლენსში” გადავიდა.
This post has been edited by Interimo on 26 Jan 2011, 16:18