”ბარსელონა” ”აიაქსის” ჰოლანდიელი ფეხბურთელით ინტერესდება. საუბარია არც მეტი, არც ნაკლები გრეგორი ვან დერ ვეილზე.
საქმე ისაა, რომ გრეგორი მარჯვენა მცველია, ხოლო ესპანეთის მოქმედ ჩემპიონებს სწორედ ამ ფლანგზე აქვთ პრობლემა. დანი ალვეშმა ახლახანს ტრავმა მიიღო, მაგრამ საქმე არც მხოლოდ ამაშია. ბრაზილიელის კლუბში დარჩენის საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა.
როგორც ჰოლანდიური გამოცემა De Telegraaf იტყობინება, კატალონიელების თავკაცი, პეპ გვარდიოლა სწორედ ვან დერ ვეილს მიიჩნევს ბრაზილიელის შემცვლელად. გრეგორი ვან დერ ვეილი 22 წლისაა. ის ”აიაქსის” ცნობილი აკადემიის აღზრდილია. მისი კონტრაქტი ”აიაქსთან” 2013 წელს იწურება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ”ბარსელონას” ეს ტრანსფერი იაფი არ დაუჯდება

წყარო: ბარსამანია
ალვეშმა მოუჭიროს ცოტა თორე ბარსაზე კარგ გუნდში ვერ გადავა ეგ
პეპ გვარდიოლას გუნდმა ფაქტიურად უკვე მოიპოვა კოპა დელ რეის ფინალის საგზური. მათ გუშინ ”კამპ ნოუზე” უმასპინძლეს ”ალმერიას” და დაამარცხეს, ანგარიშით 5:0. თუმცა, ფეხბურთელებს კარგად ახსოვთ გასულ კვირას ”ბეტისის” მიერ ჩატარებული გაკვეთილი.
ხავიერ მასკერანო:
”აღნიშნული შედეგით ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ ორთაბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რა მოხდა გასულ კვირას ”ბეტისთან” მატჩში. უნდა გავაგრძელოთ ისეთივე ინტენსივობით თამაში, როგორც დღეს.”
სეიდუ კეიტა:
”ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები და ეს ძალიან მარტივია ასეთი შესანიშნავი თანაგუნდელების გვერდით. მე შარშანდელთან შედარებით ნაკლები სათამაშო დრო მაქვს, მაგრამ მთავარია გუნდი. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ჩვენი მეტოქე ფინალში. მე მსურს კოპას მოგება.”
ანდრეს ინიესტა:
”ყველაზე სასიამოვნო იმის ყურებაა, რომ თითოეული ჩვენთაგანი თავის მაქსიმუმს აჩვენებს. გუნდმა კიდევ ერთი დიდებული მატჩი ჩაატარა, როგორც თავდასხმის კუთხით, ასევე დაცვის. ცალი ფეხით ფინალში ვართ, მაგრამ ”ბეტისთან” მატჩის შემდეგ ვიცით, რომ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.”
”პედრო თავისი თამაშით აღფრთოვანებას იწვევს. ის შესანიშნავ სეზონს ატარებს. ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ მას უფრო მეტის შემოთავაზება შეუძლია.”
დავიდ ვილია:
”ძალიან ბედნიერები ვართ შედეგით. მისია შესრულებულია პირველ მატჩში. საპასუხო შეხვედრაში ჩვენი უპირატესობა უნდა შევინარჩუნოთ. შედეგი 5:0 ყველას ძალიან გვახარებს. რაც მთავარია, ჩვენ ძალიან გვსიამოვნებს თამაში.”
ხოსე მანუელ პინტო:
”ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარი მშრალად შევინახეთ. ეს ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. ძალიან კარგად გვესმის, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი არაა. ხშირია მოულოდნელობები. რაც ”ბეტისთან” მატჩში მოხდა, ძალიან კარგი გაკვეთილი იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის.”
პედრო როდრიგესი:
”ფინალი მადრიდის ”რეალის” წინააღმედ ძალიან კარგი იქნება.”
წყარო: ბარსამანია
This post has been edited by Interimo on 27 Jan 2011, 13:45