რახან თასის ფინალზე ჩამოვარდა ლაპარაკი, იქამდე კი მთელი გზაა გასავლელი მარა მაინც

ბარსა-რეალი თასის ფინალში სულ 5-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, 1990-ში, 1983-ში, 1974-ში, 1968-ში და 1936-ში
მივყვეთ
1990-ში, კრუიფი ამ თასის მოგებამ გადაარჩინა თორემ აგდებდნენ : D, ლაუდრუპის და კუმანის მოსვლის წელი იყო და ტოშაკის 107 გოლიან (რეკორდი) რეალს მოუგეს, ბარსა ,,ჯობდა" საყოველთაო მოსაზრებით რეალს
პირველი გოლი ამორმა გაიტანა (ჩიკის ხელშეწყობით) 23-ე წუთზე, 48-ზე იერო გააგდეს უხეშობისთვის, მაგრამ შეეძლო არც მიეცა მეორე ყვითელი. მაგ თამაშში მსაჯი ცდებოდა და ბევრი უხეშობა აპატია ორივე გუნდს (იეროს გამოკლებით)
უკვე თამაშის მიწურულს რეალის შეცდომა და სალინასის 2:0
კუმანმა ითამაშა განსაკუთრებით ძლიერად ამ თამაშში
83-ში, ძალიან სანახაობრივ ფინალში მარადონას ბარსამ 2:1 მოუგო რეალს. ვიქტორ მუნიოსმა დააწინაურა ბარსა, შემდეგ შეცდომა და სანტილიანამ 1:1. ბოლო წუთზე კი მარცხენა მცველმა ხულიო ალბერტომ (თამაშის ერთ-ერთი საუკეთესო) გაინავარდა და საბოლოოდ ბარსას ფორვარდმა მარკოსმა გადამწყვეტი გოლი გაუტანა და ლატეკის ნაცვლად მოსულმა მენოტიმ პირველი ტიტული მოიგო. დამაჯერებელი გამარჯვება მიუხედავად ბოლო წუთზე გატანილისა
74-ში, ამ წელს ბარსა ფინალში განადგურდა რეალთან 0:4. ეგ თამაში მოქცეულია ბარსას მოგებული 5:0-ის ,,ჩრდილში" და ნაკლებად არის ცნობილი. რეალმა მაშინ რევანში თასზე აიღო. ბარსა ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ რეალმა უსწრაფესი თამაშით ,,დაანგრია". მეკარე სადურნის შეცდომებიც არის გამოსარჩევი. აღსანიშნავი ისიცაა, რომ ბარსას ყველაზე ,,კაშკაშა" ვარსკვლავებს კრუიფს და სოტილს არ ქონდათ რეგლამენტით უფლება ეთამაშათ.
68-ში, გამოვტოვოთ ჯერ
36-ში, სუნიოლი იყო პრეზიდენტი (ვინ მომდევნო წელს დახვრიტეს, ბარსა კი ომისგან სხვა კონტინენტზე ,,გაიქცა"). ირლანდიელი ო'კონელი წრთვნიდა. ფინალში ბარსამ რეალთან წააგო 2:1 და ეგ თამაში ზამორას ერთ-ერთი ყველაზე დიდი თამაში იყო. რეალის მეკარემ სასწაული ბურთი აუღო ბარსას შეუჩერებელ ვარსკვლავს - ესკოლას ბოლო წუთებზე, იქამდეც ესკოლას ქონდა გატანილი, მაგრამ მეტი ზამორას ვერაფერი მოუხერხეს.
და ახლა 68 წლის ფინალი, ყველაზე სკანდალური, ერთადერთი ფინალი როცა ბარსელონა სანტიაგო ბერნაბეუზე რეალს შეხვდა. თამაშის დებიუტში საბალსამ ბურთი ,,გაუჭრა" მარჯვენა მცველს ხოაკიმ რიფეს (მაშინ ნახევარდაცვაში წაწეულს), ამან ,,ჩააკროსა" და რეალის მცველმა სუნსუნეგიმ მოგერიების ნაცვლად თავის კარში გაიტანა. მეტი გოლი არ გასულა, სადურნიმ კი ნამდვილი სასწაულები აკეთა (განსაკუთრებით ამანსიო იყო ,,გაფსიხებული") და ბარსამ შეინარჩუნა ანგარიში. უკვე პირველ ტაიმში პუბლიკამ შუშის (თუ ,,მინის") ბოთლების სროლა დაიწყო. ერთ მომენტში ფუსტეს მოარტყეს და რომ დაეცა რეალმა მომენტი შექმნა. შემდეგ სადურნი ამოიღეს ,,მიზანში" და სანამ ეს ბოთლებს უყურებდა კიდევ მომენტი შეიქმნა ბარსას კართან. (დადის ხმები რომ 11:1-ით მოგებულ თამაშში ასევე ყველაფერს ისროდნენ და კარი ხშირად ცარიელიც კი იყოო, თუმცა ეს ჭორია და არაა დადასტურებული ოფიციალური რამით). რეალი უტევდა გამუდმებით, ბარსა თითქმის არ გადადიოდა მათ ნახევარზე. მეორე ტაიმის მე-18 წუთზე ბერნაბეუ პენალტს ითხოვდა სერენაზე, ტორესმა წააქციაო. საკამათო ეპიზოდი იყო, მითუმეტეს იქამდე ითხოვდა ჯარიმას ბარსა. ამას მოყვა ბოთლების წვიმა. ზოგან ისე ცვიოდა რომ მცველი აღარც იდგა. ერთ-ერთი ეპიზოდში რეალმა იქიდან შექმნა მომენტი მაგრამ სადურნიმ ისევ იხსნა. საბოლოოდ სადურნი-ამანსიოს ფინალად შევიდა ისტორიაში, ძლიერად ითამაშეს ასევე გალიეგომ (უშეცდომოდ) და პირიმ. იმ დღის შემდეგ ესპანეთში აიკრძალა შუშის ბოთლების შეტანა, დიდად ეგ მაშინ არ გახმაურებულა, მოგვიანებით კი მაგ თამაშს ,,ბოთლების ფინალი" ეწოდა.
ბარსას მწვრთნელი მაშინ იყო სალვადორ არტიგასი
ასევე საინტერესოა: ბარსას ,,სამეფო თასი" ბერნაბეუზე მოუგია 6-ჯერ (მარტო ბერნაბეუს ვამბობ, იქამდე არსებულ რეალის სტადიონებზეც აქვს მოგებული)
97-ში, 88-ში, 78-ში, 71-ში, 68-ში, 59-ში
რეალს ერთადერხელ (70-ში) აქვს კამპნოუზე მოგებული და მეტი არ მოუგია ,,ბარსელონას" სტადიონებზე (იქ ,,ლეს კორტსზე" თუ ,,ლა ინდუსტრია"-ზე)
ასე რომ ბარსა-რეალი 3-ჯერ ფინალი ბარსამ მოიგო და რეალმა 2-ჯერ
This post has been edited by უმსგავსო on 26 Jan 2011, 18:41
აფსუს ფრანკო რატო არ ამოჟუჟა ბოლომდე როცა დრო იყო ვინც ღIრსი იყო.
შენი ეროვნული ნაკრების კაპიტანს და მართლა ცოცხალ ლეგენდას რომ თავს გაუხეთქავ და ინიესტას რო ტაშით გააცილებ სტადიონიდან აი მაგ წამს უნდა მოგეტყნას პატრონი ესპანელო ერო. (c) ესპანელი ერის მოამაგე