სასწაულია პირდაპირ. დღეს ლევერკუზენი დაასრულებს ბუნდესლიგაში ბაიერნის 11 წლიან დომინაციას და ისტორიაში პირველად გახდება გერმანიის ჩემპიონი.
ლევერკუზენის წინა დეკადებშიც კარგი გუნდები ჰყავდა, დიდებული ფეხბურთელებით და ევროპულ სარბიელზე გატრაკებებით, ის ლევერკუზენი ვერასდროს იგებდა ბუნდესლიგას. წარმატებით გადიოდნენ მეორე ადგილზე.
და ამ ისტორიას ხაბი ალონსო წერს. ალონდომდე ლევერკუზენიც მშვენიერი სანახავი იყო. თითქმის ეს შემადგენლობა და ამათ დამატებული მუსა დიაბი და ლეონ ბაილი.
როდესაც ბუნდესლიგას ყველა უინტერესო ჩემპიონატად მოიხსენიებდა. აი ამ დროს ლევერკუზენი - დორტმუნდის და ლევერკუზენი ბაიერნის თამაშის ყურებას არაფერი ჯობდა. ყველაზე გახსნილი ორმხრივი შემტევი ფეხბურთი იყო.
ოღონდ ლევერკუზენს ალონდომდე აკლდა სტაბილურობა. სასწაულ სანახაობრივ თამაშს ჩაატარებდნენ, შემდეგ თამაშში ადგებოდნენ და დაკარგავდნენ ქულებს.
უდიდესი რესურსი ჰქონდათ შეტევაში, მაგრამ დაცვა ჰყავდათ სუსტი. შეტევის ნამუშევარს დაცვა ყრიდა წყალში. რა მაგარი რამეებიც არ უნდა აკეთო შეტევაში, ტიტულს ვერ მოიგებ მყარი დაცვის ხაზის გარეშე.
ალონსომ ამ გუნდს ჯაკა დაამატა. 5 მცველზე გადაიყვანა, რითაც შეტევასა და დაცვას შორის მორღვეული ბალანსი გამოასწორა.
ტაპსობა და ჯონათან ტა გაუვალ მცველებად აქცია.
... ერთ ნაბიჯში არიან ბუნდესლიგის სინთან. ვერდერს უნდა მოიგონ, რომელიც უხერხული მეტოქეა. ბუნდესლიგა მოგებულია, გაფორმებაღა დარჩა და ზეიმი.
+ პოკალის ფინალში არიან და ევროპა ლიგაზეც სერიოზული შანსები აქვთ და ამ ყველაფრის ფონზე, უკვე დაიმსახურა ხაბი ალონსომ მისი სახელობის ქუჩა ლევერკუზენში.

გრიმალდო - ფრიმპონგები აკეთებენ იმას, რაც გაცილებით დიდმა ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს.