“ლევერკუზენის” ხელმძღვანელობა “შტუტგარტის” კარის დარაჯ ბერნდ ლენოში ტრავმირებული რენე ადლერის შემცვლელს ხედავს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ხელში ჩაგდებას უპირებს.
შეგახსენებთ, რომ “ფარმაცევტების” ძირითადმა მეკარემ სერიოზული ტრავმა მიიღო და გუნდს მინიმუმ ნახევარი წლით დააკლდება. ამის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ “ლევერკუზენი” ემილიანო ვივიანოსა და ტომაშ კუშჩაკის შეძენას შეეცდებოდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი უფრო ახლოს, გერმანულ კლუბში მობურთალ ლენოზე შეჩერდა, რომელიც მხოლოდ 19 წლისაა და “შტუტგარტში” სათადარიგო მეკარის სტატუსით შემოიფარგლება.
“ლენოს შეძენის ვარიანტს მართლაც განვიხილავთ. მივაღწევთ თუ ვერა შეთანხმებას, ეს მხოლოდ “შტუტგარტზეა” დამოკიდებული”, - განუცხადა Sky Deutschland-ს “ლევერკუზენის” პრეზიდენტმა ვოლფგან ჰოლცჰაუზერმა.
ადლერის გარდა, “ფარმაცევტებს” ახალგაზრდა ფაბიან გიფერი და უფრო ასაკოვანი დავიდ იელდელი ყავთ, მაგრამ გერმანიის ბუნდესლიგის სადებიუტო ტურმა აჩვენა, რომ მათზე დაყრდნობა არ შეიძლება.
“ჩვენი ახალი მეკარე ამ ორზე ერთი თავით მაღლა უნდა იდგეს, ამასთან, ის ადლერის კონკურენტად არ ჩაითვლება. გავრცელდა ინფორმაცია ლემანის შესახებაც, მაგრამ მასზე სერიოზულად არც არასდროს გვიფიქრია”, - დაამატა ჰოლცჰაუზერმა.
ლოოოოოოლ რა ხალხს დაზდევენ
in love with incredible...
Смейся, и весь мир будет смеяться вместе с тобой. Заплачь — и ты заплачешь в одиночестве.