მოკლედ...... დაცვის პრობლემა დიდწილად გადაწყდა
ორი მშვენიერი მცველი მოვიდა
სანტანა-ვოლშაიდი წესით ძალიან კარგი დუეტი უნდა გამოდგეს
სათადარიგოდ ტოპრაკი-ფრიდრიხი მშვენიერია... რაინარცსაც შეუძლია აქ თამაში
მარცხნივ კადლეცი შესანიშნავია
მარჯვნივ რა ხდება ნეტა.... ჩორლუკას თუ დაიტოვებენ... ეს ფლანგიც არ იქნება პრობლემური
თუმცა უკეთესი ვარიანტის მონახვაც შეიძლება (ბეკი - გაუცვალონ დერდიოკში)
ნახევარდაცვა კარგადაა დაკომპლექტებული
ბენდერი, როლფესი, რაინარცი, ასე თუ ისე მგონი საკმარისია
უფრო მაღალი კლასისას მაინც არავის მოიყვანენ აქ და
ფლანგებზეც არაა პრობლემა - სემი და კასტრო ერთ მხარეს
მეორე მხარეს შურლე და ბარნეტა
10-იანზე რენატუ ავგუსტუ
აი თავდასხმაა მთავარი პრობლემა
მით უმეტეს დერდიოკის წასვლის შემდეგ
ორი ფორვარდია მოსაყვანი. კლასიანი გამტანი ცენტრალური თავდამსხმელი და მის სათადარიგოდ კისლინგი იყოს
და ერთი მოძრავი მეორე ფორვარდი
განსაკუთრებით აუცილებელი გამტანი ცენტრფორვარდია
ეს აკლია ამ გუნდს ყველაზე მეტად
ბერბატოვი მოიყვანონ რა
და მწვრთნელი..... ნეტა რას აპირებენ
მე არ მინდა ჰიიპია დატოვონ.. ვინმე უკეთესი მოიყვანონ, მაგალითად ტუხელი, მზადაა მგონი ეგ კაცი ერთი საფეხურით მაღლა ასასვლელად
მიმაგრებული სურათი