ვინ ყველა გუნდს?
21 თამაში: 16 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება... - 51 ქ.
და ამაზე იძახი ყველა გუნდს ჩვენთან "უდგებაო"?
მაშინ მანჩესტერმა, არსენალმა, ჩელსიმ, ლივერპულმა, მილანმა, ბაიერნმა, იუვენტუსმა ან ინტერმა რაღა თქვან. იმ ქულებით, თავის ჩემპიონატებში რომ აგროვებენ, ლა ლიგაში ზოგი გასავარდნ ზონაში იქნებოდა, ზოგი ცხრილის შუაში და ყველაზე უკეთეს შემტხვევაში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ებრძოლათ... და საპირისპიროდ, რეალი ამ ქულებით ყველა ცემპიონატში ლიდერი იქნებოდა.
ნუ ახლა შენ თუ იმას გულისხმობ, ბარსას რომ უკეთესი მაჩვენებელი აქვს დანარცენ გუნდებთან, მაშინ ჯობია ის მაჩვენებელი გაიხსენო, რეალს რაც აქვს ბოლო 2,5 წელში ბარსასთან და დარწმუნდები, რომ ლა ლიგის გუნდების ნახევარზე მეტი ბევრად უფრო კარგად ეთამაშება ბარსას, ვიდრე რეალი...
ფედერაციას რას ერჩი არ ვიცი, რამეზე დაჩაგრა რეალი? პირიქით, იგივე რამოსზე ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, ზოგმა აქ დაასკვნა, ეტყობა უკეთესი გუნდი რომ ვართ ბარსასთან შედარებით, მაგიტო გვერდში გვიდგანანო

ზოგადად სხვა ლა ლიგის გუნდების და პირველ რიგში მათი გულშემატკივრების "გადაკიდებას" რაც შეეხება, აქ კი, უმეტესობას რეალი ბევრად მეტად არ ევასებათ, ვიდრე ბარსა, მაგრამ სანამ ამის გამო დაიჩივლებდე, გაიხსენე მაურინიოს კომენტარები დანარჩენ გუნდებთან მიმართებაში, აქ რომ უხაროდა ზოგს: "ფსიქოლოგიურად ტ**ავს მეტოქე გუნდის მწვრთნელებს და ფეხბურთელებს მაურინიოო"
რა 0-3?

და იქნება რეალის ბალელშიკებმა ისროლეს ეგ ბურთი, ისე მაინც ვერ იგებს გუნდი და მოდი ოსასუნას 0-3 წაგება ამ გზით ავკიდოთო?

გამოძიება უნდა მაგ საკითხს, ასე ჰაერზე დასკვნების კეთება არ შეიძლება
„მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოანე 14,6)