მთელს ინგლისში ამ საკითხს განიხილავენ უკვე თვეებია და თქვენ კიდე აოფებთ აქ
მოკლედ, რა ხდება:
ლონდონის ოლიმპიური სტადიონის ხელში ჩაგდებას ცდილობს ორი კლუბი - ტოტენჰემი და ვესტ ჰემი. (ანუ, თამაშები რომ დამთავრდება, უფუნქციოდ ხომ არ უნდა დარჩეს სტადიონი)
ტოტენჰემი ამბობს, რომ სარბენ ბილიკებს მოშლის, რადგან სერია ა-ს სტადიონს არ დაემსგავსოს ნაგებობა. ასეთი სტადიონი მგონი არსად არაა top flight-ში და მის ქვემოთაც ინგლისში. ეს პრაქტიკულად ნიშნავს ახალი სტადიონის აგებას ძველის ადგილას, რაც 300 მლნ. ფუნტი დაჯდება დაახლოებით. არის გეგმა B-ც, რაც გულისხმობს "უაით ჰართ ლეინის" გადაკეთებას, მაგრამ უკვე საშველი არ დაადგა ნებართვის მოცემას, წელიწადია უკვე განიხილავენ საკითხს ჩრდილო ლონდონის შესაბამის ორგანოებში. ჰოდა, ლევი (ჩვენი ჩეარმენი) გაბრაზდა და სულ წავალთ ჩრდილო ლონდონიდანო, სტრეტფორდში (სადაც ოლიმპიური სტადიონია). ბილიკების მოშლის პარალელურად, ტოტენჰემი კისრულობს ვალდებულებას, შეაკეთოს უკვე არსებული, სპეციალურად ათლეტებისთვის აგებული კრისტალ პალასის (კლუბში არ აგერიოთ) სარბენი ბილიკები და სპორტის ამ სახეობას თავისი სტადიონი ექნება ცალკე. მნიშვნელოვანი ისიც, წლებია უკვე, 35 000 ადამიანი ელოდება, როდის მიიღებს სეზონურ ბილეთს, რაც ვერა და ვერ ხერხდება, იმიტომ, რომ ლეინი 36 000-ს იტევს სულ და მუდმივად სავსეა. სტადიონის სიმცირის გამო კლუბს ფეხბურთელებისთვის მაღალი ხელფასების გაცემაც უჭირს და ეს დაბრკოლებაა სატრანსფერო ბაზარზე, თუმცა, ეს კლუბის პრობლემაა, რა თქმა უნდა.
ვესტ ჰემი, თავისი სალივანით და გოლდით, იაფად ცდილობს ხელში ჩაიგდოს 80 000-იანი სტადიონი, გადააკეთოს 60 000-იანად და შეინარჩუნოს სარბენი ბილიკები (ამით ათლეტების გულის მოგებას ცდილობენ). ეს ყველაფერი 40 მლნ. ფუნტი დაუჯდებათ. შედეგად მივიღებთ იმას, რომ სერია ა-ს ჩანასახი გაჩნდება ინგლისურ ფეხბურთში. გარდა ამისა, თუ ვესტ ჰემი გავარდება PL-დან, საინტერესოა, 60 000-იან სტადიონს როგორ გაავსებენ და როგორ შეინახავენ საერთოდ, ბილეთების ფასიც ხომ დაიწევს.
გასაგებად და მარტივად აქ წერია უფრო დაწვრილებით -
http://www.economist.com/node/18073208?story_id=18073208ჰა, რას ფიქრობთ?

გრინვესტჰემ, რა არგუმენტებს დამიპირისპირებ.. და მერე თემის წევრები გადაწყვეტენ, ვისი გახდება სტადიონი.