ვათვალიერებდი ქარულ ინტერნეტ-სივრცეს და წავაწყდი
ბესტი:"მაგრად მევასება მეტოქეების გაღადავება განსაკუთრებით როდესაც მწარედ ვატყუებ მათ.ლამის ვათავებ როდესაც მეურვეს ფეხებს გავაშლევინებ და ბურთს ფეხებშუა გავუტარებ.ხშირად ყოფილა შემთხვევა როდესაც უთქვამთ,ჯორჯ ნუ მაპამპულავებ მასე თორემ გპირდები,მაგ მოგრეხილ ფეხებს ძირში მოგამტვრევო,მაგრამ მიუხედავად მუქარისა რომელსაც ნამდვილად ამისრულებდნენ არ შემეძლო უკანდახევა.როგორც კი ბურთს მივიღებდი და მეტოქე მომიახლოვდებოდა,ადგილზე ვჩერდებოდი და ველოდი როდის დამესხმოდა თავს,რათა ბურთიანად ამევლო გვერდი,თანაც ეს არტისტულად გამეკეთებინა ,ხოლო მოწინააღმდეგე გაბითურებული დამეტოვებინა .ამ დროს თავს ტორეადორად ვგრძნობდი,რომელსაც თავს განრისხებული ხარი ესხმოდა და ჩემი არტისტიზმით და მოხერხებით ვტკბებოდი.ყოველივე ამას მაყურებელთა ოვაცია ახლდა და მე ნეტარების მწვერვალზე ვიყავი მოქცეული.ეს ენითაუღწერელი სიამოვნება იყო.
- "მახინჯად რომ დავბადებულიყავი,პელესგან ვერავინ გამომარჩევდა!"
- "როდესაც პირველად ერთდროულად გავუსინჯე გემო ქალსა და ალკოჰოლს ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი 20 წუთი იყო,ჩემს მიერ გამომუშავებული უზარმაზარი თანხის უდიდესი ნაწილი ქალებში,სასმელსა და სპორტულ მანქანებში მივაფშვენი ,ხოლო რაც დამრჩა უბრალოდ გავფლანგე".
- "რაც ცხოვრებაში შამპანური მაქვს შესმული,ახლავე ვიტყვი მასზე უარს ოღონდ თუნდაც ერთი ევროთასის მატჩი ვითამაშო "ოლდ ტრაფორდზე" ერიკ კანტონასთან ერთად".
-"მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ ხმარობს,თავით თამაში არ შეუძლია,ვერც მოკლე პასს იძლევა,დრიბლინგიც არ აქვს,არც ბურთის ართმევაში ვარგა და გოლებიც ხშირად ვერ გააქვს .სხვა მხრივ კი ძალიან კარგი ფეხბურთელია (დევიდ ბექჰემზე)".
- " ერთსღა გთხოვთ ჩემსავით ნუ მოკვდებით" (ბესტის ბოლო სიტყვები)