mzhavo რას ქვია კაი გუნდები არ იყო?!
ეხლა მოიცათ ერთი წუთით. იმ პერიოდში უცხოელთა ანუ ლეგიონერთა რაოდენობა შეზღუდული იყო არა მხოლოდ კუნძულზე არამედ მთლიანად მსოფლიოში. ესე რომ თუ მაინც და მაინც ლეგიონერებზეა საუბარი ეს პრობლემა თუ პლუსი რომელიმე კონკრეტული კლუბის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ არ ასრულებდა არანაირ როლს.
ეხლა რაც შეეხება დომინირებას და ზოგადად კლუბების სიძლიერეს.
1976/77-LFC
1977/78-LFC
1978/79-Notts Forest
1979/80-Notts Forest
1980/81-LFC
1981/82-Aston Villa
1982/83-Hamburg
1983/84-LFC
1984/85-Juve(Heysel)
ხო ეს ციფრები მესმის რომ ყველასთვის ნაცნობია და მაინც როგორ უნდა თქვას ადამიანმა რომ იმ პერიოდში ინგლისში საფეხბურთო კლუბები ძლიერნი არ იყვნენ?!
არ იყვნენ კი არა ეგ პერიოდი იყო ინგლისის საფეხბურთო კლუბებისთვის ოქროს ხანა!
ევროპას მართლაც აზანზარებდნენ მთლიანად კუნძულიდან გასული კლუბები.(არა მხოლოდ ლივერპული.)
აი ის პატიმრობის პერიოდი რომ არა კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა მათი დომინირება კონტინენტზე ღმერთმა უწყის.
ესეა თუ ისეა ფაქტი ერთია და უტყუარი იმ წლებში მთლიანად ინგლისის კლუბები ქმნიდნენ საფეხბურთო ამინდს ევროპაში.
SIDCFC მოკლედ უმოწყალოდ ატყუებ პატარა წესიერ გოგო ბიჭოებს.
ესეიგი ის რაღაც მუსიკალური კალექტივი ლონდონში დაიბადა ან მანჩესტერში ხომ?!
თუ ის კაპელა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებში არ გადის?!
:А Борджоми? Сначала подумай а потом говори:
This post has been edited by mixelson on 5 Feb 2011, 18:54