აი აქ კი ვიტყვი რომ ჯერარდი მომაკვდინებელ ძალად რომ იქცეს ამისათვის მწვრთნელი კი არ არის საჭირო მხოლოდ არამედ სხვა გაცილებით სხვა პირობაა შესასრულებელი მწვრთნელის მხრიდან.
ჯერარდ უკან ანუ ზურგს თუ გაუმაგრებენ აი ამ ტიპის ფეხბურთელები მაშინ ის პერსპექტივაში კვლავინდებურად გაიბრწყინებს მაგრამ იმ სიტუაციაში როდესაც მას უკან ლეივა ჰყავს ვიღებთ იმ სურათს რაც ამ წუთას გვაქვს.
და მსგავს სიტუაციაში მაურინიო კი არა აი აბსოლუტურად ვერავინ ვერ შეძლებს რაღაც სასწაულის მოხდენას ცვლილებების გარეშე.
ეხლა რომელი მწვრთნელი რას მოიმოქმედებს ეს წინასწარ მე რა ვიცი მაგრამ მაურინიო იქნება თუ სხვა ნებისმიერი მწვრთნელი და თან აბსოლუტურად ნებისმიერ კლუბში თუ ჯერარდს უკან არ დაუყენებს მაღალი კლასის შემსრულებლებს ის ვერც ერთ ვარიანტში ვერ მოიტანს იმ შედეგს რასაც მისგან ელის ფეხბურთის გურმანი.
აი აქ კი ეხლა ჩვენ ყველას გვინდა, გვინდა და გვინდა ეს მესმის მაგრამ ხომ დავინახეთ რომ კენი ჩალიჩობს მოიყვანოს ადამი.(მესმის ეს გვარი ამ წუთას ისე არ კაშკაშებს როგორც ალონსო. თუმც აქაც ვიტყვი რომ ალონსოც აქ მოსვლამდე არ იყო ის რაც დღეს არის.) ხოდა ვაცალოთ თუ ფიქრობ რომ მაინც და მაინც მოურინიომ უნდა მიიყვანოს სადმე უკვე "აწყობილ" სიტუაციაში სადაც უკან ლასანა და ხეტირა ეყოლება და ეს სწორედ ის ერთადერთი სასურველი სიტუაცია იქნება იმისათვის რომ ის აენთოს?!
კარქი რაა.
P.S. ოდნავ მოგვიანებით მაგრამ მაინც გამოვთქვი ჩემი მოსაზრება.