თქვენ რა იცით რას იყენებს და რას არა?

იქნებ მაქსიმუმია?
რონალდუ სანამ იმ 23 გოლს გაიტანდა 2006-2007 წლის სეზონში, მანამდე 2 სეზონი 13 ჯერ გაარტყა ბურთი შტანგას.
და თან ეს რონალდუმ!
ნანიმ კი, ამ სეზონში 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გააკეთა და ეს მარტო 25 თამაშში.
ტიპი სახლის თამაშების 90% შეხვედრაში ან გოლს იტანს ან საგოლე პასს აკეთებს.
მანახეთ უკეთესი!
თან ნანია... ნანი!
და არა რონალდუ!
სწორი გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება სწავლა. ანუ დრო.
ეს სეზონი არის ნანისთვის პირველი სადაც მას სრულიად ბოლომდე ენდობიან.
ჯერ-ჯერობით ამას 100%ით ამართლებს.
ანუ ფეხბურთელმა იცის რომ წამყვანი ფეხბურთელია და არა ის რო გიგზის შემცვლელი ან
თუნდაც რონალდუს წასვლის მერე ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელი.
ბაზარი არაა. აქამდე შეეძლო 15 გოლი გაეტანა და 20 საგოლე ჰქონოდა,
მაგრამ ეგრე რონალდუს 50 უნდა გაეტანა და მესი ეგრე 60-საც გაიტანს.
ყველაზე მთავარი რაც კი ფეხბურთელს მოეთხოვება არის სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში.
დინამიკა მის თამაშში იგრძნობა და წინსვლა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.
მეტი რა ქნას?
შეიძლია... ეგრე ოუენსაც შეუძლია

და ტორესიც ენფილზე უნდა მომკვდარიყო....
ადეკვატურობას ნუ დაკარგავთ.
პ.ს. ჯერ-ჯერობით მარტო ნანი ჩანს და ნანი თამაშობს.
არც რუნი და არც ბერბატოვი, გიგზიანად საერთოდ არ ჩანან.
რატო?
იმაზეა აქცენტი ვინც ყველაზე კარგ ფორმაშია.
მწვრთვნელი მაშინ ხარ მაგარი როცა დარენ ფლეჩერისგან ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და სასარგებლო ნახევარმცველს გაზრდი და არა რო ერთ-ერთი საუკეთესო ფორავრდი შენს ხელში ბომბარდირია.
ნანი კი სწორედ ამ გზას ადგას.
ანუ ერთერთი საიმედო ნახევარმცველად იზრდება. ვინგერად.
This post has been edited by Le Roi on 5 Feb 2011, 22:08