დღეს ძალიან ძAლიან ცუდი თამაში წააგო მუ-მ. საზიზღარი. და პრინციპში ეს არ ახალია. ყველა სეზონში იყო ესეთი ყოვლად უაზრო და ამოვარდნილი თამაში. და თან ყველა თამაში ფერგის პირდაპირი ქლიავი გადაწყვეტილების შედეგი იყო. ნუ ასეთ გადაწყვეტილებებს მართალია სეზონში შეიძლება სულ ორჯერ იღებს, მარა ზუსტად ეგ ორი ჩანს ყველაზე კაშკაშად, და ყველაზე გადამწყვეტიც ხშირად. ნუ აბა სხვა ახსნა არ აქვს ევანსის დაყენებას, ფლეჩერი კერიკის დუეტის გამოჭენებას, ბერბას მოხსნას და ყოვლად უნიათო რუნის დატოვებას, და ა.შ. ძალიან მაინტერესებს სტატისტიკა შუახაზის ამ დუეტის რამდენი თამაში მოიგო მუ-მ და ვისთან. ანდერსონი სკამზე იყო ხო მგონი? ნუ მისი დატოვება და სქოულზის გამოყვანა ეს საერთოდ მოვლენაა, ნუ რაღაც ახსნა ალბათ აქვს, მაგრამ მე ვერ ვხვდები ალბათ. ვანსს რა დამსახურება აქვს ამისთანა ეგ ცალკე საკითხია, ტიპმა ყველა თამაშში წელს, ყველა ეპიზოდში, ყველა გამოხედვაში, ყველა ამოსუნქვაში ცალსახად და მკაფიოდ გამოხატა და პირდაპირ თქვა რომ შამბალა ვარ და შე****თ თუ გინდათო, და მაინც დაცვის ცენტრი ჩააბარეს დღეს. მოკლედ რა..ნუ ნანიზე აღარაფერს ვამბობ, თორე იმდენს ვლანძღავ რომ უკვე გაუგებრობაში გადამდის. 86576 ცდიდან თამაშში ერთ ასისტს მეც გავაკეთებ, და დანარჩენ 565464 ჯერ კარებში დავარტყავ, არაა პრობლემა. ძალიან არაგუნდური, უინტელექტო, უტვინო და ცანცარა ტიპია. მსუბუქია და მარტივი. ბურთს რომ მიიღებს, აგერ მე ვიცი ხოლმე რას გააკეთებს, და ნებისმიერი ნორმალური დაცვითი სისტემა (და არა ინდივიდუალურად რომელიმე მცველი) თავბედს აწყევლინებს. რაც უქნიათ კიდევაც. ამის შედეგია ზუსტად, ეგრევე მეორე ფლანგზე რომ გაამწესებსნ ხოლმე თამაშის დროს.
უბრალოდ ყველაზე ცუდი ისაა, რომ სტრატეგიულად მაგარი მომგებიანი იყო დღეს სამი ქულა. ფაქტიურად "ბექ აფ"-ი იყო მომავალი ურთულესი რამდენიმე შეხვედრის, თან ყველა გასვლაზეა, რამდენადაც მახსოვს, + არსენალმა ქულები დაკარგა, და ჩელსი ხვალ რას იზამს კაცმა არ იცის.

თავით რამდენი ბურთი გაუშვეს წელს!? თუ მეხსიერება არ მღალატობს- ბევრი.