ფაქტია, არსენალმა კარგად ითამაშა.. იყო პრესინგი, ბურთის სწრაფად ატანა, ზუსტი პასები და დრიბლინგები.
მეორეს მხრივ, გამოჩნდა რომ გუნდს გაუჭირდება მთელი თამაში აპრესინგოს ბარსა, იყო მომენტები როცა ბურთზე შეხებასაც ვერ ახერხებდნენ კარგა ხანი.
ის ფაქტი, რომ ბარსას ერთი გოლი აქვს გასატანი არ ნიშნავს იმას, რომ გუნდი მთელი ძალებით წინ გადავა და მისცემს არსენალს იმის შანსს, რომ კლავ გაიტანოს გოლები კონტრშეტევაზე. იქ უფრო მეტი კონტროლი იქნება ბურთზე და უფრო ფრთხილი თამაში, დაახლოებით იმაზე ძლიერად ითამაშებს ბარსა ვიდრე პირველი ტაიმი ითამაშა ლონდონში.
პიკეს არყოფნა(ნუ პუიოლი იქნება სავარაუდოდ) დიდი შერავათი არ იქნება არსენალის თავდამსხმელებისთვის.
არსენალის წარმატება მეტწილად დამოკდიებული იქნება გუნდის ფიზიკურ მომზადებასა და მოტივაციის დონეზე.
ისიც ფაქტია, რომ 2:1 არაა ისეთი უპირატესობა, რომლითაც ნებისმიერ არსენალის გულშემატკივარს განაღდებული ეგონოს შედგომ ეტაპზე გასვლა. გავლის შანსები ნოუ კამპის გათვალისწინებით მაინც 50/50-ზეა.
ერთი რამ ცხადია, არსენალი 11 ფეხბურთელით დაცვაში არ ჩადგება ინტერივით, რაც იმას ნიშნავს, რომ სანახაობრივი ფეხბურთი იქნება, რაც ამ ეტაპზე ყველაზე კარგია.

ამ წყვილიდან მხოლოდ ღირსსეული გავა შემდგომ ეტაპზე. და ცალსახად, ორივე გუნდი ღირსია ამის.