არსენ ვენგერი: "ბარსელონა" ჩვენს წყვილში მაინც ფავორიტია
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩზე (2:1) ისაუბრა.
"ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ეს განსაკუთრებული სფეხბურთო მატჩი იყო. თამაშმა ჩვენი იმედები სრულიად გაამართლა. ეს ორი არაჩვეულებრივი გუნდის შეხვედრა იყო, რომლებიც ყოველთვის თავისი ფეხბურთი თამაშს ცდილობენ. ჩვენ უფრო ძლიერები ვიყავით, მაგრამ არამხოლოდ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურადაც სიმტკიცე გამოვავლინეთ. "არსენალმა" პირველად ვან პერსის სიმარჯვით ისარგებლა, მეორე გოლი კი შეტევაში კარგი გადასვლის შედეგად გავიდა. განსაკუთრებული საღამო იყო. გულშემატკივრებს დადებითი შედეგის მაშინაც სჯეროდათ, როდესაც ვაგებდით.
დღევანდელი შედეგი შესაძლებლობას გვაძლევს ბარსელონაში თავდაჯერებულნი გავემგზავროთ. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ კარგად მოვემზადებით. ძალიან კონცენტრირებულნი ვიქნებით და მატჩის მოსაგებად ჩავალთ. ჩემი გუნდის მოთამაშეებმა არაჩვეულებრივი სიძლიერე და ერთიანობის გრძნობა გამოავლინეს.
სონგი იმიტომ შევცვალე, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული და თან ამაზე შეგნებულად წავედი. მატჩს უილშერით, ფაბრეგასით, ნასრით, ბენდტნერით და ვან პერსით ვამთავრებდით, ჩვენ ხომ 2 ბურთის გატანა გვჭირდებოდა. რისკზე მივდიოდით, შეიძლებოდა 0:2 ან 0:3 წაგვეგო, მაგრამ ამან გაამართლა.
უილშერმა დღეს შეუდარებლად ითამაშა. რთულ მომენტებში სიმშვიდე არ დაუკარგავს , ბურთს იჭერდა და პრესინგს უსხლტებოდა.
"არსენალი" ფავორიტი არ არის. გვჯერა, რომ შანსი გვაქვს. "ბარსელონა" ჩვენს წყვილში მაინც ფავორიტია, მაგრამ დღეს ვიცოდით, რომ მისი დამარცხება შეგვეძლო, გასულ წელს ეს ჩვენთვის უცნობი იყო. ახლა, საჭიროა ეს თამაში თავიდან ამოვიგდოთ: კვირას სათასო მატჩი გველის და მასზე უნდა ვიფიქროთ.
მზად ვიყავით იმისთვის, რომ "ბარსელონა" ბურთს დაეუფლებოდა. ჩვეულებრივ ბურთს მეტოქეებზე მეტხანს ვფლობთ, მაგრამ დღეს ვიცოდით, რომ "ბარსას" ბურთის ფლობის პროცენტი 60-ზე მეტი იქნებოდა.
"ვამაყობ საფეხბურთო კლუბ "არსენალით", ყველა ცდილობდა ჩვენი ფეხბურთის თამაშის საშუალება არ მოეცა. ჩვენი მოთამაშეების საშუალო ასაკი 23 წელია, ეს ძალიან ახალგაზრდული ასაკია.
ნასრი სულ უფრო და უფრო ძლიერდება. ის არ ჰგავს მოთამაშეს, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მოედანზე არ გამოსულა. მან არადამაჯერებლად დაიწყო, მაგრამ შემდეგ სულ უფრო თავდაჯერებული გახდა.
დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვხვდებოდით და დავამარცხეთ. მაგრამ ეს მათ ოსტატობას არ ამცირებს. ეს მაინც განსაკუთრებული გუნდია.
კოშელნი ჩემი აზრით, განსაკუთრებული ფეხბურთელია, ის სულ უფრო უმატებს.
ვის არ შეაშინებს მესის წინააღმდეგ თამაში? ჩვენს წინაშე მისი შეჩერების ამოცანა დგას, მაგრამ დღეს ამისთვის სტიმული მოგვეცა. გუნდმა ფსიქოლოგიურად ირწმუნა თავისი ძალა. უნდა გჯეროდეს იმის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ და გოლი გავიტანოთ", - განაცხადა არსენ ვენგერმა.
მიმაგრებული სურათი
ყველაზე ტიტულოვანი ინგლისური გუნდი - ლივერპული.
პლანეტის ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი - ფედერერი.