მოურინიო 9 წლის განმავლობაში სახლში დაუმარცხებელია
ჟოზე მოურინიომ უკანასკნელი საშინაო მარცხი შიდა ჩემპიონატში მთავარი მწვრთნელის რანგში 2002 წლის 23 თებერვალს იწვნია, როდესაც "პორტუმ" "ბეია მართ" - თან წააგო. მას შემდეგ 9 წელმა განვლო, და მოურინიომ, რომელმაც პორტუგალიაში, ინგლისში, იტალიაში იმუშავა და ესპანეთში (მუშაობს), შინ 122 გამარჯვება მოიპოვა და სულ რაღაც 25 ფრე აქვს. თუკი მადრიდის "რეალი" შაბათს "ლევანტეს" დაამარცხებს, მოუს სერია 9 წლიანი გახდება.
11 მატჩი მოიგო "ბლანკოსმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე". "ლოს მერენგუესის" თავკაცს ნამდვილად შესანიშნავი სტატისტიკა აქვს, მან იმუშავა 4 ქვეყანაში (ერთში ახლაც მოღვაწეობს), 165 საშინაო დაპირისპირება ჩაატარა და მხოლოდ ერთი წააგო.
9 წლის განმავლობაში, მან 147 მატჩი ჩაატარა პორტუგალიაში ("პორტუ"), ინგლისში (ლონდონის "ჩელსი"), იტალიაში (მილანის "ინტერი") და ესპანეთში (მადრიდის "რეალი"). აქედან მან 122 - ჯერ მოიგო, 25 - ჯერ ფრედ ითამაშა. გაიტანეს მისმა გუნდებმა 331 გოლი (საშუალოდ 2,25 მატჩში) და გაუშვეს 87 ( საშუალოდ 0,59).
თუკი "თეთრები" შაბათს "ბერნაბეუზე" "ლევანტეს" დაამარცხებენ, ეს იქნება მათთვის მე - 12 საშინაო გამარჯვება, ხოლო მოურინიოსთვის 9 წლიანი დაუმარცხებელი სერია იქნება (იგულისმება მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონატები - "ლა ლიგა", "პრემიერ ლიგა", სერია ა" და ა.შ).
ინფორმაციის წყარო : RealMadrid.Com