აუ

დავიწყოთ იმით, რომ ბულგარეთი საფეხბურთო ნაკრები არის ერთ-ერთი სუსტი ევროპული გუნდი რომელიც ჯახირობს და წვალობს რაღაცას. თუმცა რამდენიმე წლის წინ, სერიოზული პროექტი დაიწყო ფეხბურთის გამოსაცოცხლებლად, ახალი ხალხი, ახალი სისხლის, ახალი მიდგომები, ჰაი ჰუი და ა.შ. (სინამდვილეში რა გამოსწორდება და როდის ეგ წარმოდგენა არ მაქვს, მარა ფაქტი ფაქტია). ნაკრების სიძლიერე საქაართველოს მოგებით თუ განისაძვრება არ ვიცი, მარა მაგის გარდა სხვა საამაყო არაფერი აქვთ მაგათ ამ უკანასკნელ წლებში. ბერბატოვმა თქვა ნაკრებიდან წასვლის დროს, როგორც მახსოვს რომ, ახალი თაობის მოსვლას და ბლა ბლა ბლა ვუწყობ ხელსო, რაც 100% სწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენი უბედური ნაკრებიდანაც რომ წავიდოდნენ და წასულიყვნენ თავის დროზე ვიღაც ვიღაცეები ალბათ კარგი იქნებოდა, მარა ისინი პატრიოტები იყვნენ და თმის გაჭაღარავებამდე თამაშობდნენ.! უუუხ, ნამდვილი პატრიოტები! :ჯიგრები:
კონკრეტულად ბერბატოვს რაც შეეხება ცალკე აღებულს, მისი სახელი ბულგარელების 90 პროცენტისთვის არის საფიცარი, სალოლიავებელი, და ა.შ. ვინაიდან და რადგანაც უკანასკნელი წლების საუკეთესო ბულგარელი ფეხბურთელია. მეტიც, რამდენი ბულგარელი უყურებს პლ და მუ-ს მხოლოდ ბერბას ხათრით ვერც კი წარმოიდგენთ. (ფეხბურთსაც ზოგადად)
ასე რომ, ჰიპოთეზების მოგოონებას, ჯობია პირველწყაროდან მიღებული ინფო დაიჯეროთ. ბულგარელი ნაცნობ/მეგობრების ნაკლებობას არ განვიცდი, და მოღალატეობის შესახებ თეორია პირველად რაღა თქმა უნდა სად თუ არა ფორუმ.ჯიზე გავიგე.
This post has been edited by Helter-beat on 9 Feb 2011, 00:18