“ლიონის” მარცხენა გარემარბი, მიშელ ბასტოსი კარიერის ბებერ ქალბატონში გაგრძელების წინააღმდეგი არაა.“იუვენტუსს სურს ჩემი შეძენა, ასეთი დონის კლუბზე უარის თქმა ნებისმიერ მოთამაშეს გაუჭირდება.ჩვენ იმ კლუბზე ვსაუბრობთ, რომელიც მსოფლიო კლუბების ათეულში შედის.იქ მსოფლიოსს საუკეთესო კიპერი, ჯიჯი ბუფონი და ტურინული გრანდის სიმბოლო, ალესანდრო დელ პიერო თამაშობენ.მინდა ავღნიშნო კრასიჩიც, ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავი.”
ბოლო დროს ბრაზილიელ ვინგერს “ბარსელონას” უკავშირებდნენ
“ჟურნალისტმა კითხვა დამისვა, რომელ კლუბში ვისურვებდი თამაშს.მე ვუპასუხე – ბარსელონაში.ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ.გუარდიოლას გუნდში თამაშზე უარს არავინ იტყვის, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა – ბარსელონაში ყველა პოზიციაზე უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობენ, ამ მხრივ იუვენტუსში მეტი შანსია ძირითადში მოხვდე.”
შეიძლება “იუვენტუსი” მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდეს
“ეს სასიხარულო ფაქტი არაა, მაგრამ იუვენტუსის სანაცვლოდ მზად ვარ ლიგაზეც უარი ვთქვა.ფელიპე მელომ მესაუბრა, რომ იუვენტუსი უდიდესი კოლექტივია, სადაც ყველა იბრძვის და ყველას მიზანი – უმაღლესის მიღწევაა.ზაფხულში მელომ მითხრა, რომ უახლოესი 2 წლის მანძილზე იუვე მოიგებდა სკუდეტოს, 1 წელი რჩება.”
La Gazzetta Dello Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯუზეპე მაროტა “ლიონთან” მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.ტურინელები ფრანგებს 14 მილიონს უხდიან, მაგრამ ლიონის პრეზიდენტი 18 მილიონს ითხოვს, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი შესაძლოა ფეხბურთელის სურვილმა ითამაშოს.----------------------www.Forzajuve.ge
მიმაგრებული სურათი