პენალტი გამაზა ფულემმა??? LOL არადა მაინცდამაინც ბოლო 10 წუთზე გამოვრთე და პაბში წავედი ბლინ

))
მოკლედ, არავითარი გადაბერება და ეგეთი ნონსენსი რა, კარლოს პონტია 100%. წყალი არ გაუვა ამ ამბავს. ვერ ქაჩავს კარლო პრემიერლიგას.
შარშან (რისი ეჭვიც მქონდა მთელი სეზონის განმავლობაში) გუნდმა ინერციით მოიგო ტიტულები. აშკარა იყო რომ არადამაჯერებლად ვთამაშობდით. წელს იმენნა პიკს მიაღწია ყველაფერმა.
არ მითხრას ეხლა აქ ვინმემ რომ დროგბას, ლამპარდის, ჩეხის, ტერის, ანელკას, ტორესის, მალუდას, ესიენის და კოულის კარიერა დამთავრებულია და დღესვე პენსიაზე უნდა გავიდნენ. ეს ხალხი აშკარად საუკეთესოა საკუთარ პოზიციებზე.
თუ არა და გამოდის რომ ფულემს უფრო მამა ფეხბურთელები ყავს? ან ვულვზს? აშკარად რაღაცაშია საქმე ხომ ? მექანიზმი არ ფუნქციონირებს. დაცემულია მორალი, თვითდაჯერება საერთოდ ნოლზე დავარდა, პერფორმენსი სამარცხვინო, კრეატივი ნოლი, მონდომება უაზრო და არაფრის მომტანი, შეტევა პრაქტიკულად არ ხორციელდება. უკვე ძალიან ბევრი თამაშები წავაგეთ ან ვერ მოვიგეთ. მიუღებელია ეს ყველაფერი. ჩვენზე კარგად დაჟე კრისტალ პალასი თამაშობს.
იტოგში ასე თუ გაგრძელდა საერთოდ გავვარდებით პრემიერლიგიდან.
ეს ყველაფერი კი ერთი კაცისკენ მიუთითებს - მენეჯერი!!!
22 კაცს ვერ გააგდებ. თან იმ ხალხს რომლებმაც 6 თვის წინ დუბლი მოიგეს.
მე ვფიქრობ უილკინსის გაგდებამ მოკლა გუნდი.
არის მეორე მხარეც. შეიძლება ლიგა მოვიგოთ
ჩვენ დაგვიმუღამა თამაში ჯოგური გაგების გუნდებმა (უიგანთა ხროვამ), მაგრამ ევროპაში ამ ფეხბურთით შესაძლებელია მოგება. ბოლო წლებში ზუსტად ასეთი Yლე ფეხბურთით მოიგო ლიგა ლივეპულმა, მანიუმ და მილანმა.
ხოდა ჩემი აზრით ჩემი სიზმარი ახდება რომელიც დამესიზმრა ივლისში

ვითომ ჩელსიმ ლიგა მოიგო მაგრამ PL-ში 5 ზე გავიდა.

ისე ჩვენში დარჩეს და ლამპარდი გასაშვებია. ჩვენ გვენძრევა ნახევარდაცვაში მაგრად. ამიტომ არ გვაქვს კრეატივი. ტორესის ყიდვას ერთი მამა ნახევარმცველი რომ გვეყიდა გაცილებით უკეთესი იქნებოდა.
ლამპარდის ადგილზე სხვა ფეხბურთელს ამოაგდებდნენ ძირითადიდან ასეთი თამაშის გულისთვის.
საერთოდ ჩელსი ძლიერად გამოიყურებოდა იმის ხარჯზე რომ დანარჩენი რგოლები უძლიერესი გვყავდა. მაგრამ ვერ ვიგებდით (ლიგას) იმიტომ რომ ნახევარდაცვას ყოველთვის აკლდა კრეატივი. ლამპარდი აბსოლიტურად ვერ თამაშობს, მიკელი რაც არის ყველამ ვიცით, ხვლიკი ეხლა ათამაშდა.
ზოგადად ეს ხალხი ვერ თამაშობს იმ ფეხბურთს რასაც კარლო ათამაშებს რა.
ფეხბურთი უნდა მოარგო გუნდს და არა პირიქით.
This post has been edited by SIDCFC on 15 Feb 2011, 04:39