სეზარის მიმართ ცუდსვ ერაფერს ვიტყვი. მეც მითამაშია კარებში ( ეგეთ დონეზე არა

) და ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაგივარდეს, მითუმეტეს რობენის დარტ6ყმა როგორიცაა ყველამ იცის. თან თამაშის მერე ცრემლები რომ წამოუვიდა... მიყვარს როცა ფეხბურთელს თავისი კლუბი უყვარს და გულით თამაშობს, მთავარი ალბათ ეს არის. მოგებები და წაგებები ბევრი იქნება, მაგრამ ღირსეული როცა არის ფეხბურთელი, ეგ ყველაზე მეტად დასაფასებელია.
პანდევი გუშინ ძალიან მაგარი იყო. ერთ მომენტში ითამაშა ცუდად, სნეიდერს რომ გადაეღობა, თორემ მთელი ტამაში 5იანზე ჩაატარა. ბურთს კარგად იჭერდა და პირველი ასისტიც მაგისი იყო. ბოლოს ისეთი გოლი გაიტანა. მთელი ამ სეზონის შეცდომები წაშალა

ძანეტი ძალიან გვაკლდა. პირველი ტაიმის მეორე ნახევარში მგონია რომ ძანეტი გვყოლოდა უფრო დალაგებულები ვიქნებოდით. ძალიან აირია გუნდი. ასეთი გოლი რომ გავუშვით დავიბენით.
კამბიასო შეუდარებელი იყო. რამდენი რამე გააკეთა და ყველას დაავიწყდა აღნიშვნა. რიბერის რამდენი 'პატკატი' გაუკეთა იდეალურად. კარგად კეტავდა ზონებს. მოკლედ ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
კივუმაც მშვენივრად ითამაშა. რობენი კარგად დაკეტა. გოლის დროს მაგის ბრალი არ ყოფილა. რობენი ფლანგიდან ცენტრისკენ წამოვიდა და იქ ვერაფერს უზამდა. თავისი ფლანგი ძალიან კარგად ყავდა ჩაკეტილი.
რანოკია-ლუსიომ ბევრი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ მეორე ტაიმში გამოასწორეს და კიდევ კარგი ამ შეცდომებით არ წავაგეთ. რანოკიას ცოტა პრაქტიკა სჭირდება. მე მჯერა რომ ჩვენი შეუცვლელი მცველი გახდება.
ეტო'ო-ზე რა უნდა ვთქვა - კლასია.
სნეიდერმა პირველი ტაიმი ჩააგდო. მაგრამ მეორეში მაგრად მოუმატა.
კიდევ მინდა ავღნიშნო - იუტო ნაგატომო. ამ ფეხბურთელზე დიდი სიმპატიები მიჩნდება ნელ-ნელა. შეიძლება არ არის ტოპ-კლასი, მაგრამ ყოველ ნაბიჯში ემჩნევა რომ უდიდესი მონდომება აქვს და ეგ გამოცდილ ხალხთან რომ ათამაშო 2 სეზონი - მშვენიერი ფლანგი დადგება. ბოლო გოლის დროსაც დიდი წვლილი შეიტანა. მცველებში ისე ჭკვიანურად და თამამად შეერია, რომ დააბნია და ეტო'ოს გაუხსნა გზა. ჯერ რამოდენიმე თვეა გადმოვიდა და უკვე დიდი პროგრესი ემჩნევა.