ამ თემაში ბესტზეც კამათობენ დაჟე?

არ იყო დღეს იდეალური თამაში და დიდი იყო წუნი. ინტერის გუშინდელს წააგავდა, მაგრამ ვთვლი, რომ იმათზე უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ჩვენი ერთ-ერთი უარესი თამაში იყო წლევანდელიდან და კარგია რომ გადავაგორეთ.
იქ პატოს დარტყმული ძელს ისევ ცუდად რო აესხლიტა, ალბათ სისხლი ჩამექცეოდა ტვინში-მაგრამ როგორც იქნა ჩვენც გაგვიღიმა ბატონმა ფორტუნამ.
ამაზეც მადლობა

ნაპოლი დღესაც მოიგებს და არამგონია იმ ტურში გაგვიჭირდეს მაგათი დამარცხება.
პირლო ძალიან ძალიან გვაკლია რა, სხვადასხვა მილანია ანდრეათი და ანდრეას გარეშე.
ბომელი და გატუზო კარგები არიან თავის საქმეშI და მაგათ გვერდზე ანდრეა ძალიან კარგი იქნებოდა.
მერკელისთვის ადრეა ამდენი უკვე, ხშირად მაგრა ტეხნარობს და ხშირადაც კარგავს უაზროდ- გასათლელია.
და ეს მარცხენა ფლანგი რა უსშველო შეიქმნა, ეს ანტონინი ხან დაიხევს ხოლმე მთელ ფლანგს(ჩაწოდება მაინც არ იცის, წინ მაინც იმპოტენტია) ხან სრული რეგვენია.
ეს დიდაცი ყველაზე ძვირიანი ტრანსფერი იყო ამ ზამთარში და განაცხადშიც არ შეგვყავს? არადა ლა ლიგის მესამე გარემარბია მარსელოს და ვიღაცის მერე.
აბატეს მომატებული აქვს და მომწონს ნელ-ნელა.
გლეხკაცა კია, მარა მუშაა და შეცდომებს საერთოდ აღარ უშვებს, უკან საიმედოა და წინაც ცდილობს. ქროსიც ცოტა უკეთესი აქვს.
რობინიოს გოლი მართლა საეჭვო იყო, მხარსა და იდაყვს შორის სადღაც შუაში მოხვდა კუნთთან და ეგ რამდენად ითვლება ხელად, ვერ გეტყვით.
პატომ თავისი ზეკლასი დაამტკიცა!
ძალიან მაგარია მომენტებში.
პ.ს. ბოა
This post has been edited by hibridi55 on 20 Feb 2011, 22:48