ვაღიარებ ვცდებოდი სუარესთან დაკავშირებით როდესაც დიდი იმედით არ ვიყავი განწყობილი იმ პერსპექტივით რომ მას ლივერპულში მიიყვანდნენ.
მუნდიალს მე მთლად სერიოზულად სუფთა საფეხბურთო კუთხით არ ვუყურებ(ეს ჩემი პრობლემაა) და მითუმეტეს იმ ქვეყნის ნაკრებებს რომელთაც იქ არ ვქომაგობ ხოლმე. ამ კაცთან დაკავშირებით ის ჩემი ნეგატიური შინაგანი განწყობა გამოწვეული იყო ალბათ იმ გარემოებებით რომ მე მუნდიალზე ურუგვაის არანაირად არ ვქომაგობდი. პირიქით მათ წინააღმდეგ ვიყავი(ალბათ იმ ნასეტკა ფორლანას გამო.) ამასთან დღევანდელ ხოლანდიურ საკლუბო ფეხბურთს აი როგორ ვთქვა, 'დედა აღარ ჰყავს' და შესაბამისად სერიოზულად არ ვუყურებ იქ რომელიმე მობურთავის მხრიდან გატანილ გოლების რაოდენობას, ხოდა ამ გადასახედიდან დიდი იმედი არ მქონდა.
თურმე ვცდებოდი.
ლუის გარსიას შემდგომ წინა ხაზში მე სწორედ ასეთ ცქიფინა მოაზროვნე და ტექნიკურ ფეხბურთელს ვისურვებდი, იდეაშიც კი.
(აქამდე მუდამ ვფიქრობდი იქნებ იოშიმ იკისროს და იტვირთოს ეგ ფუნქცია მეთქი მაგრამ ეხლა მასზე მსჯელობა აღარ მსურს)
მართლა გაარტყა კენიმ ამ კაცის მოყვანით!
იმედია ის მეორე მისი მოყვანილიც აუცილებლად გაამართლებს.
კენის არჩევანის გაკეთება ფეხბურთელებს შორის რომ არ ეშლებ(ოდ)ა ეს ვიცი მაგრამ ისევ და ისევ დღევანდელ სიტუაციაში დღევანდელ რეალობაში როგორ ნაბიჯებს გადადგამდა ამის აი აქ მეშინოდა რომ დღეს არ მოსვლოდა შეცდომა. შეცდომისაგან დაზღვეული არავინაა და ძალიან არ მინდოდა რომ ის შემცდარიყო.
ეხლა ზაფხულში შუა ხაზსაც თუ დაალაგებს მაშინ მართლაც გრძელვადიან პერსპექტივაში გააძლიერებს გუნდს.
რისი დიდი იმედიც მაქვს.
HAPPY BIRTHDAY KENNY!(VIDEO) This post has been edited by giasando on 7 Mar 2011, 21:32