akkaiტორესი ეხლა რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ რომ ის აღარ არის რაც იყო და მსგავსი რამ უნდა ვაღიარო(თ) ის დღეს დღეისობით მოქმედ ფორვარდებს შორის არის მაინც ყველაზე გამორჩეული.
აი რას იმსახურებდა ლივერპულის ქომაგის მხრიდან ეს ძალიან საკამათო საკითხია.
მესმის რომ ამ გუნდის მაისურით ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი თამაშები ჩაატარა სადაც არაერთი დაუვიწყარი გოლი გაიტანა და დიდი სიხარულიც აჩუქა ქომაგს თუმც ისევ და ისევ. სწორედ გამიგე(თ) და ეს არ არის საკმარისი პირობა ლივერპულის ქომაგისათვის რომელიც ძალიან აი მეტისმეტად მომთხოვნიცაა ისევე როგორც ერთგულიც და დამფასებელიც!
არასოდეს არავის არ დაუკარგავს ნამოღვაწევს და დამიჯერე სიკეთეს დაუფასებს ყველა ფეხბურთელს იმ დოზით რა დოზითაც ისინი იმსახურებენ პატივისცემას ამ მართლაც გურმანი საზოგადოების მხრიდან.
მე აი მუდამ მახსენდება ალონსო.(ალონსო გავიხსენე უბრალო მიზეზის გამო რადგანაც ის 2005 წლის დაუვიწყარი ფინალის კინაღამ გმირია) მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა რომ გამოსამშვიდობებელი წერილი მაინც განეთავსებინა ოფიციალურ საიტზე. მაგრამ დიახაც რომ არანაირად არ უნდა იყოს მსგავსი რამ განთავსებული იქ!
აქსიომას დარი მცნება უნდა გაითავისოს ყველა ფეხბურთელმა რომელთაც გაუმართლათ ცხოვრებაში და წილად ხვდათ პატივი იბურთაონ ამ გუნდის მაისურით, მუდამ აი მუდამ უნდა იცოდნენ რომ
ამ გუნდიდან თავისი სურვილით არავინ მიდის! აი ვინც წავა თავისი სურვილით იქნება ეს ალონსო თუ მიშა ოუენი შემდგომ არც მათ უნდა ჰქონდეთ პრეტენზიები მსგავს რაღაც რუღაცეებზე და არც იმ ქომაგთა ნაწილს ვისთვისაც ალონსოც და მიშაც დღემდე ძვირფასნი არიან. ესე ვფიქრობ მე და რა ვქნა.