სილვიო ბერლუსკონი არის იტალიური ფეხბურთის ნამდვილი მესაფლავე, რომელიც არაფრით არ ჰგავს რომანტიზმის შირმით შემოსილ გალაკტიონისეულ “მესაფლავეს”.
ამ კაცმა უკანასკნელ წლებში თავის ქვეყანას იმდენი ცუდი რამ გაუკეთა, რომის იმპერიაზე დაგეშილ ოდოაკრისა და ტევტონ-გოთების ურდოებსაც კი რომ ვერ დაესიზმრებოდათ. მაგრამ, როგორც იტალიური ფეხბურთის საუკეთესო ტრადიციების ერთ-ერთი რიგითი თაყვანისმცემელი, მეც სხვებთან ერთად, ჯერ კიდევ მიღვივის იმის იმედი, რომ ბერლუსკონის საშინელი ეპოქის დასრულების შემდეგ, იტალიური ფეხბურთი კვლავ ჩადგება თავის კალაპოტში.
ამის იმედს, უპირველესად იტალიელი ტიფოზები მაძლევენ, რომლებიც ამდენი ვაი-ვაგლახის შემდეგ, ჯერ ისევ ახმიანებენ ნახევრად ცარიელ სტადიონებს და ჯერ ისევ ფეთქავს იტალიის უკვდავი სული, რომელსაც ძველი რომაული ლეგიონის მსგავსად, ასე ადვილად ვერავინ გატეხავს!
http://worldsport.ge/Read.aspx?news=17408&...s=show#commentsმდააა
ოდოაკრი იცის საერთოდ ვინ იყო ამ სტატიის ავტორმა?
ხოდა და ბოლოს თუ ბერლუსკონი იტალიურ ფეხბურთს იმის ნახევარ ცუდს გაუკეთებს რაც ოდოაკრმა გააკეთა ( ამ უკანასკნელმა მოუღო ბოლო რომის იმპერიას

) ძეგლს დავუდგავ თბილისში
რაც შეეხება იტალიელ ტიფოზებს ნუ თუ მაგათ იმედზე არიან მაშინ რუსეთიც კი მალე დაეწევათ რეიტინგში
რაც შეეხება ძველ რომაულ ლეგიონებს (რომელსაც ადვილად ვერავინ გატეხავს) ანუ სხვანაირად Yლეთა ჯგუფს


მიმაგრებული სურათი