ალექს ფერნანდესის ინტერვიუ Realmadrid.com-თან
Must-read-ია ყველა "კასტილიის" გულშემატკივრისთვის და არა მარტო
შესაძლო გაპარული შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით
ალექს ფერნანდეს იგლესიასი 18 წლის
პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი
გუნდს შემოუერთდა: Infantil A. 2005/2006
აკადემიაში ჩარიცხვა ამ გუნდში მოხვედრა ძალიან რთულია. ეს ბევრი შრომისა და დიდი გაღებული მსხვერპლის შედეგია. საუკეთესო მოგონება.. ალბათ, ჩემი მშობლების სახე, როდესაც შეიტყვეს ჩემი “რეალში” მიღების შესახებ. ჩემი ძმა უკვე აქ იყო. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ერთ დღეს ჩვენ ერთ გუნდში ვითამაშებდით, ხომ გესმით, მე და ნაჩოს სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში გვიწევდა გამოსვლა. 4 წლის შემდეგ მათი ნატვრა ახდა – “კასტილიაში” ჩემ ძმასთან ერთად ვარ.
საუკეთესო მოგონება ალბათ გასული წელი. Juvenil A-სთან და ალბერტო ტორილთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატის მოგება. იმ გუნდში ჩემი რამდენიმე დღევანდელი თანაგუნდელიც ირიცხებოდა. ეს სეზონი ჩემს საფეხბურთო კარიერაში საუკეთესო გახლდათ და მუდამ მემახსოვრება.
კასტილიაში გადასვლა ეს ერთ-ერთი უდიდესი ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში. სწორედ Juvenil A-ში კარგი თამაშის გამო მომცა გუნდმა შანსი ძალები აქ, “კასტილიაში” მომესინჯა. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ მადრიდის “რეალი” შრომას ნებისმიერ ფეხბურთელს უფასებს.
ესპანეთის U-19 ნაკრები იმის მიუხედავად, რომ ჩემი ნაკრებში მოხვედრა თავდაუზოგავმა შრომამ გამოიწვია, აქ მცირე როლი იღბალმაც ითამაშა. ჩემთვის დიდი პატივია ეროვნულ გუნდში თამაში.
მიმდინარე წელი “კასტილიაში” გატარებული დრო მე დიდ გამოცდილებას მაძლევს. თუ გამიმართლებს და პირველ გუნდში მომიწევს თამაში, ამისთვის საძირკველი შექმნილი მექნება. ვფიქრობ, ჩემი პროფესიონალური კარიერა სწორედ აქ, “სეგუნდა B”-ში იწყება.
მისი ძმა ნაჩო ნაჩო საკვანძო ფიგურაა – სახლში, გასახდელში და გასახდელის გარეთ. ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითია და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ერთ-ერთი ოცნება, რომელიც მასთან ერთად, ერთ გუნდში, თამაშს ითვალისწინებდა, ამიხდა.
ალექსი, როგორც ფეხბურთელი არ ვფიქრობ, რომ მე რაიმე ერთი ნიშნის ქვეშ ვთამაშობ. ასე ვიტყოდი – მე “სრული” მოთამაშე ვარ; მცირედი ყველაფერი მაქვს. მე ვუტევ და ვიცავ, მაგრამ არ ვარ რომელიმე კონკრეტული თვისებით შემოსაზღვრული.
რას ნიშნავს, იყო “თეთრი” ბავშვობიდან მადრიდისტა ვარ და მგონია, რომ ეს დიდი პლიუსია იმისთვის, ვინც ამ გუნდის ღირსებას იცავს.
მისი ოცნება “ჩემპიონთა ლიგის” მოგება მადრიდის “რეალთან” ერთად
ალბერტო ტორილი ალბერტო არის ადამიანი, რომელიც ძალიან უახლოვდება თავის ფეხბურთელებს. ვფიქრობ, ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ოდესღაც თვითონ იყო პროფესიონალი ფეხბურთელი. ის ძალიან კარგად იცნობს საფეხბურთო სამყაროს და ასეთ კაცთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა.
კასტილიის მოგებების სერია ალბერტოს მოსვლის პირველივე დღიდან, მის მიმართ ნდობით აღვიჭურვეთ. მან თავდაჯერებულობა შეგვმატა. ფეხბურთელები ბედნიერები არიან. აუცილებელია აღებული კურსის შენარჩუნება. გვჯერა, რომ განვაგრძობთ ამ სერიას.
წინასასეზონო მომზადება პირველ გუნდთან ერთად ეს ჩემი განხორციელებული ოცნება იყო. ისეთ ფეხბურთელებთან თამაში, როგორებიც კრისტიანო, კაკა და სხვები არიან, დიდი სიამოვნებაა. ამას ჟოზე მოურინიოს უნდა ვუმადლოდე. სიმართლე რომ გითხრათ, ამ მომზადების დროს ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინე და იმედი მაქვს, მომავალში ჩემზე იმედებს დაამყარებენ.
This post has been edited by Sawyer on 27 Feb 2011, 21:16