სალამი მეზარბაზნეებო :) !
არსენალის ფეხბურთელების,მწვრთნელობის და საერთოდ ბორდის დამოკიდებულებით თამაშების მიმართ პირდაპირ აღშფოთებული ვარ :D
მგონია როცა ფეხბურთელი ხარ მილიონების გროვების გარდა სხვა მიზნები და პრეტენზიებიც უნდა გქონდეს კაცს.მაღარო ხო არაა ამის დედავატირე ხელფასზე იმუშავო,ბედნიერი იყო და მინიმუმ სტადიონზე მოსული 60 ათასი და ათიათასობით ვერ მოსული ###ზე დაიკიდო.(დენილსონებზე და ვიწრო თვალსაწიერის მქონე ხალხზე არ ვსაუბრობ X6 -ის სალონში სავარძელზე ამოქარგული საკუთარი ნომერიც რომ აბედნიერებთ)
სულში გაფურთხებს გუნდი როცა ვესტ-ბრომვიჩთან სახლში 0:3 აგებ და პრესტიჯის გოლები ბოლო 15 წუთში გაგაქვს კი არადა ნასრის გააქვს!
დაკიდებაა როცა სანდერლენდთან დამატებულ დროში 2 ქულას ქარს ატან,აქაოდა სონგი გაგვიგდესო!
დაკიდებაა როცა დაჩლუნგებულ ჩაქუჩებს სახლში თვით სონგის თავურით უგებ ბოლო წუთებზე!
დაკიდებაა როცა ერთ თამაშს სამარცხვინოდ აგებ სახლში და მეორეს გასვლაზე უარესად სამარცხვინოდ 4:4 -ს თამაშობ როცა 25 წუთში თამაში მოყომარებული გაქვს - ეს უკვე დაყლევებააა,თან ვისთან ახალციხელ სოფლელებთან!!!!!
შეურაწყოფაა, თან სახლში, თან მამლებთან,თან 2:0 დან 2:3-ზე თამაში,ბოლოს ფრეზე რომ იწყებ ოცნებას :(
უიგანებთან სკილაჩების ოუნგოლები და ფრეები.
მაშინ როცა მანჩესტერი ჩელსისთან მარცხდება და დიდი ალბათობით ლივერპულთანაც იგივეს გაიზიარებს დგებიან და სანდერლენდთან 0:0 სახლში(საერთოდ ამ ემირატებს როგორც სახლს და საშინაო კედლებს ვერ აღვიქვამ) აქაოდა რუსს გოლი არ ჩაუთვალესო და იმათი მეკარე სპაიდერმენი იყოო პროსტა სტივ ბრუსმა : თხოვა არ დამწვა ბიჭო აბლაბუდებიანი ეკიპიროვკა მოედანზე არ ჩაიცვაო
გრანდობაზე პრეტენზიას ჩვენი ნებითვე ვაუქმებთ როცა ამ უსუსური არგუმენტით,მსაჯებზე გადაბრალებით ვიცავთ თავს ჭარხლის სათესად ჩამოსული ზანგებით დაკომპლექტებულ გუნდთან.(ჩელსისთან და მანჩესტერთან კიდე მესმის)
:vis:
ამ ყველაფრისდა მიუხედავად ,და იმის გამო რო არსენალზე ###ობები არიან სხვა კონკურენტები ,კარგი შანსები გვაქვს ჩემპიონობისთვის და დიდი ალბათობით ჩვენ უნდა გავხდეთ თუ პირველ მაისს ამ ჩვენზე უბადრუკ მანჩესტერს სახლიდან ქულებს არ გავატანთ(მანამდე ალბათ თავისითაც ჩამოგვშორდებიან ნანიკოს,ფერდინანდის,დაბერებული სქოულზის ,აღელვებული შრეკისა და სულაც გარემარბების გარეშე). სულაც გონკებიდან ამოვარდნის საფრთხე რომც არ გვქონდეს ბოლო წლებია რბილად რომ ვთქვათ შეურაცმყოფელად გვიგებენ და დროა,დრო !
"ეშმაკუნები" :D იქით იყოს და იმედია გავჩემპიონდებით საკუთარი მოგებული თამაშით და არა კონკურენტების უღიმღამო ჩავარდნილი თამაშების გამო ,მაგრამ პოხუი მანჩესტერი ხო ესთეტიკის ზეიმებით ჩემპიონდება ოდითგანვე!
გუშინ ლივერპულის შემშურდა.შემშურდა იმის რომ დიდებულად ითამაშეს (საერთოდ სპორტის ფასეულობას დიდებულებასთან ნუ გავაიგივებთ)ლამაზი პასებით,,ფიზიკური მომზადებით და საერთოდ დუხით რაც ჩვენ გვაკლია კი არადა საერთოდაც არ გვაქვს თან სად შუა ინგლისში :(
რაც გუნდი ვართ იგივე ბალელშიკობაა ტრიბუნაზე ნახევარი ტრიბუნით დამთავრებული მატჩები.ვითომ მეტროში ჭეჭყვა იქნებაო თუ ?!
სუარესი რა ჯანდაბად გვინდაო ეგეთი და უკეთესი ვოლკოტი დარბისო (ტრაკში არავის გაერჭოს რივოკით).წიგნიერებას და აკადემიურ ხარისხს ფეხბურთელს ვერ მოთხოვ კაცი, მაგრამ მოედნის 120/90 მეტრზე ინტელექტი უნდა ეყოს..ერიქსონმაც თავის დროზე ბოროტება უგრევა როცა მსოფლიოზე წაიყვანა ვითომ ეგეც 17 წლის პელე იყო 1958 წელს ჩემპიონობა რო იზეიმა. 16 მარტს 22-ის გახდება თეონა. ვის რა ### მოჭამა ჯერ მაგრამ იმედია როდესმე მოჭამს ...... :D
ეს არშავინი კიდე მართლა პროფესიონალია კარგი და თავისი დაჟე ცუდი გაგებითაც.ეგეთი შტაბეჭდილება მაქვს უბრალოდ კონტრაქტით ხელფასს იღებს და შესაბამის სამუშაოს ასრულებს მოედანზე.ბარსელონასთან მოგებული თამაშის დასასრულისთანავე გასახდელში შევარდნა რაღა იყო ვითომ ოფლის სუნი ამდის მესიმ მაიკა რო მთხოვოს ხო დავიღუპე კაციო - არანაირი გულითადი დამოკიდებულება კლუბის მიმართ........ მდაააა
მაგრამ უდაოდ ყველაზე დონეა გუნდში სამწუხაროა.
მუსიეს არ ესმის რომ მელა უნდა იყო მელა და ტროფეებზე მონადირე რასამახა და არა გუნდის მეჭურჭლეთუხუცესი. ამ მონტე კრისტოს პედოფილურმა 5 წლიანმა პროექტმა მხოლოდ უილშერი შობა და შეიწირა სხვა ყველოაფერი სიკეთე.
უიიიი ხო კიდე ის რო ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერები ვართ მაგგგარრრრიაა იოოო,მაგრამ როკფელერების ბალელშიკობა არასოდეს მდომებია.
ფეხბურთი ესთეტიური სპორტია ვიცით და უბრალო შედეგი და გრაფებში აღნიშნული ქულები არაა საკმარისი. ვისთვისაც ეგრეა ათვალიეროს livescore და აღარ იაროს სტადიონზე ,მაგრამ დღეს ფეხბურთი მხოლოდ სანახაობა აღარაა.გაჩნდა ბევრი შავი საქმე რაც უნდა გაკეთდეს კლუბში ისე რომ თვითეული ჩვენგანისთვის უხილავი იყოს, მაგრამ რეალობაში შესრულებული - მაგალითია ჩვენი საპერნიკი ბარსელონა.ბარსელონა - გუნდი რომელიც ჩვენი სტილისაა (თუ ჩვენ ვართ მაგათი სტილის) მაგრამ თასებსაც იგებბს და ჭერში აწყობს კომბლესავით სისტემატიურად ,თუ საჭიროა ფულსაც ხარჯავს და მასკერანოს ახეხინებს,ბევრსაც ტლიკინებს (ჩვენ დასტოინები ვართ - ლონდონელი ძალით ჯელტმენები)თვითონაც ზდიას ფეხბურთელებს ჩვენზე უკეთესებს, მაგრამ ცუდია ისეთი დამოკიდებულება თითქოს რაიმე საოცრებასთან გვქონდეს საქმე ,ვისთანაც გამარჯვებაზე ფიქრს აზრი არ აქვს!!!!!
დიდება ბარსას მაგრამ მებანალურება უკვე.
შობეს სიურპრიზი - როგორღაც შევძელით და ყველაზე სუსტ ჯგუფში მეორეზე გავედით და ბარსა ავიკიდეთ - ისევე კეთილი ინებონ და გაძვრნენ შემდეგ ეტაპზე ღირსეულად.
უემბლიზე თუ არა აბა სად უნდა ავწიოთ ეს ‘’სვეწკი’’ თასი?
უეფას ოფიციალურს ცოტა ეჭვი კი ეპარება დაასრულებს თუ არა არსენალი ნახევრად შესრულებულ საქმეს თავისდა სასიკეთოდ კატალონიაში,მაგრამ მე მეიმედება!.ბოლობოლო ლამაზად გამოვარდნის მუღამით არ დავჯდები საყურებლად.
ესაო 21დან 18 საშინაო მოიგო წელსო სეპარატისტებმაო! არსენალი უფრთხის მორიგ მასტერკლასსო!
კი ბატონო ძნელია გავცდეთ , მაგრამ რახან ვგულშემატკივრობთ და ‘’გვსიამოვნებს“ ჩვენი გუნდის თამაში ესეიგი გვჯერა კიდეც ამისი.
ვან პერსი გამორიცხულიაო რაც რატომღაც კრუასანის ფანდი მგონია (რაც მაგ კაცს დიდად არ სჩვევია. მართალია უდიდესი, მაგრამ სამწუხაროდ ცალხაზოვანი ტაქტიკის მოყვარული მწვრთნელია საკმაოდ ცარიელი სათასო კარადითა და ჯერჯერობით არაფრისმომტანი კიარადა დამღუპველი სიჯიუტით) რადგან სერიოზული ტრამვის არაფერი შეტყობია ფინალში და ვერცხლის მედალიც თავისი ‘’ფეხით’’ აიღო შედარებით დასვენებულმა ზამენაზე 20 წუთით ადრე გასულმა.ასე რომ გახურებულზე ტკივილის ვერ შეგრძნობას და ამიტომ ყურადღების არ მიქცევას ვერ დავაბრალებთ.
რობინ მე ველი შენს გაღუნულ ფეხებს კატალონიაში!
ბარსელონა უბრალოდ ჩვენაირი, მაგრამ ლამაზად გამართული,გამოცდილი გუნდია.თამაშობს ბევრად სუსტ ჩემპიონატში სადაც ტექნიკური ფეხბურთი აღმართს ხნავს რომელიც იქ არც არსებობს და სადაც დღეს ბილბაო უეფას ზონაშია :P
ყავთ მესსი რომელიც მარტოდმარტო ისაა რაც არგენტინის ნაკრებშია და საკმაოდ ასაკოვანი ნახევარდაცვა,რომელსაც ალბათ ესე თუ გავაგძელეთ გენიალური სეზონები ნასრი - ფაბრეგასი ჩაანაცვლებენ საკუთარი სურვილითაც
არ ეყოლებათ პიკე - პუიოლის დუეტი.საერთოდ საჯარიმომდე თუ მიახწია დანიელმა გრძელმა რონალდინიომ მაშინ დიდი შეღავათია ჩვენთვის.
საერთოდ ეს პიკე რატოა ვარსკვლავი ვერ ვხვდები რახან შაკირას ტყნავს?სვეწკ კლუბში ყველაზე მაღალია? თუ ფრანკო ბარეზია?. აგერ იყო მანჩესტერში და დიშლა ვერავის გადაუღუნა(ნუ მართალია ჩვენ გადაგვიგუნა 2008-ის აპრილში ოლდ ტრაფორდზე 2:1რომ მოგვიგეს,რომელიც მისი ბოლო მატჩი იყო მანჩესტერში) - ეგეც ერთ-ერთი მაგალითი პრიმერა-პრემიერლიგის სხვაობის.
არ იქნება ვალდესი,მაგრამ ეგეც და ის კიკინებიანი შავტუხა ზამენაც ერთი ###ა.ერთადერთი რაც მახსოვს ვალდესის დიდებული მატჩი 2006-ის ფინალია ერთიერთზე ანრისთან სეივებით ი ვსიო.უბრალოდ არ უნდა გამოვხიხონდეთ,და დაე ძლიერმა გაიმარჯვოს როსელის რანჩოზე! :sa:
ასე რომ ჩვენ ჩვენი თამაში მანდრაჟების და ტრაკის კანკალების გარეშე!.შარშანდელი ინტერი და კატენაჩო ჩვენ არ ვართ რამე ჩავკეტოთ,კარები დავმალოთ და არც მინდა ეგეთი არსენალი ჩეხვით,6 ცენტრალური მცველით და - ოღონდ ამათ გავცდეთ და ყველაფერი ვიკადროთ - გაგებით გამოსული არსენალი!
ბარსას გასვლაზე არ წაუგია 07/08 სეზონის მანჩესტერთან თამაშის მერე და ჩვენ მოვუგეთ ეხლა :P .
99/2000 წლების სეზონში გვარდიოლა იყო სწორედ ბარსას კაპიტანი როცა ერთ ჯგუფში მოვხვდით და ბარსას სტადიონზე 1-1 და უემბლიზე 2-4 წავაგეთ(რატო უემბლიზე არ ვიცი და ძებნა მეზარება)
კიდე ერთი საინტერესო ფაქტი ისაა რომ 93/94 წლებში ვენგერის გაწვრთნილი მონაკო თავისი კლისმანით.წიურამით,ჯორკაეფით და კრემიანი კრუასანებით დაამარცხა გვარდიოლას ბარსამ ორივე თამაშის ჯამში 3-0. მაგ წელს მონაკო ნახევარფინალიდან გამოაგდო მილანმა და ბარსას ფინალში მოუგო და გახდა ჩემპიონი.
ვენგერი გამოცდილებით თუ მაინც აჯობებს გვარდიოლას და ცოტა გაგვიმართლებს კიდეც, როგორც ყველა გამარჯვებულს,სონგი იქნება და თუ არ იქნება უილშერი ჩვეულებრისამებრ შეასრულებს შავ სამუშაოს (ყოჩაღ ამ ბიჭს! :)) მემგონი რაღაცა ისტორიულს გამოვჩარხავთ ჩვენც როგორც გულშემატკივრები და არსენა და ბიჭები როგორც უშუალო მონაწილეები.
წელს თასის აღმართვის შემთხვევასი საბოოლოდ საფუძველი ჩაეყრება მომავალ მსოფლიოში ულამაზესი (ოღონდ შედეგიანიც გეხვეწებით )ფეხბურთის მოთამაშე გრანდს(სადაც ველასაც მისცემს შაკირა!) სახელად Arsenal
წარმატებები
P.S მაინც მიყვარს ეს ჩათლახების სბროდი ბოლობოლო 6 წელია ერთად ვიზრდებით :love: