არ ვიცოდი
ხო ახლა რაც შეეხება ჩვენს გუნდს...... რეალი კი არა შალკე რთულად მეჩვენება ჩვენი დღევანდელი გადმოსახედიდან....
ჩვენს გარდა დანარჩენ 7 გუნდს უკვე სეზონში ბევრი რამე გარკვეული აქვს.
1. ბარსა - პრიმერა მოგებული აქვს 99% და თან ლიგა პრიმერას 100 თავით ურჩევნიათ
2. რეალი - პრიმერა წაგებული აქვთ 99% და მით უმეტეს ლიგა უნდათ რომ დადონ...
3. ინტერი - სერია A-ში პრობლემები აქვთ აწვებიან ლიგას
4. ჩელსი - ლიგა დარჩათ იმედად
5. ტოტენჰემი - პირველი ლიგაა და 100% უნდათ რომ დადონ
6. შალკე - ბუნდესლიგა ბაიერნს კიდია და მე-10 ზე მყოფ შალკეს ხო მით უმეტეს
7. შახტარი - საუბარიც ზედმეტია
მოკლედ რა მინდა ამით რო ვთქვათ ამ გუნდების პრიორიტეტი არის ჩემპიონთა ლიგა და თავს მოიკლავენ...
ჩვენ კიდე ვებრძვით ამ გუნდებს + პრემიერლიგაში არსენალს რომელსაც კაი ხანია არაფერი მოუგია და წელსაც მარტო PL დარჩათ სათამაშო + სიტის FA-ზე, რომელთანაც ასევე ძაან რთული თამაშები გველის...
მცველების 80% ტრავმირებული გვყავს.... ნახევარდაცვა ისედაც არ გვივარგა..... ხოდა ვართ ასე ედვინას, ჩიჩაროს და რუნის იმედზე (ბერბას მაინც დასცინის უკვე ფერგი)
გასაკეთებელი კიდევ ბევრია