გაზეთი "The Sun" ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიაღწია შეთანხმებას "ევერტონთან" ჯეკ როდუელის ტრანსფერის შესახებ. გამოცემა იტყობინება, რომ სერ ალექსმა ჯეკის ტრანსფერი ზამთარშივე მოინდომა, თუმცა "ევერტონმა" დრო ზაფხულამდე ითხოვა, რადგანაც როდუელმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს სეზონის გადამწყვეტ ფაზაში.
"The Sun" იტყობინება, რომ "ევერტონი" არ დააკმაყოფილა საწყისმა 15-მა მილიონმა, თუმცა სერ ალექსმა შეძლო დაერწმუნებინა გლეიზერთა ოჯახი 25 მილიონის გადახდის აუცილებლობაში, რაზეც "ევერტონმა" უარი არ თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა გასული წლის მაისში 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან.
გამოცემის თანახმად, სერ ალექსი ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს "ასტონ ვილასთან" არა მარტო ეშლი იანგის, არამედ მცველ კირან კლარკის შესახებ, ხოლო დენი ველბეკსა და ტომ კლევერლის კლუბში აუცილებლად დააბრუნებს. როგორც ჩანს "მანჩესტერში" ახალი ერა იწყება. იმედი ვიქონიოთ, რომ ფერგიუსონის პირობითად მეხუთე თაობა ნაყოფს უახლოეს მომავალში გამოიღებს.
წყარო:WWW.MANUTD.RU
რავიცი
* * *
კარგი და მუშა სოფქასტის პროგრამა მომეცით რაა