თარიღი : 11-03-09
თამაშის დაწყების დრო : 23:45 ( თბილისის დროით )
სტადიონი : White Hart Lane
რეფერი : ფრენკ დე ბლეკერე
სავარაუდო შემადგენლობები ტოტენჰემი: გომესი, ჰატონი, დაუსონი, გალასი, ეკოტო, მოდრიჩი, ლენონი, ბეილი, ვან დერ ვაარტი, კრაუჩი, დეფო
მილანი: აბიატი, აბატე, ტ. სილვა, ნესტა, იანკულოვსკი, ფლამინი, მერკელი, ზეედორფი, პატო, იბრაჰიმოვიჩი, რობინიო
პირველ მატჩში სენსაციის მომხდენ “ტოტენჰემს”, ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო სეზონშივე, 1/4-ფინალში გასვლის ძალიან კარგი შანსი აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ლონდონური კლუბის სასარგებლოდ მეტყველებს.
ჰარი რედნაპს უბრუნდებიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც პირველი მატჩი გამოტოვეს. დისკვალიფიკაცია მოიხადა ჯერმეინ ჯენასმა და რაც ყველაზე მთავარია, ტრავმა მოირჩინა “დეზების” უმთავრესმა ვარსკვლავმა, გარეთ ბეილმა, რომელიც სავარაუდოდ, მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.
თარიღი : 11-03-09
თამაშის დაწყების დრო : 23:45 ( თბილისის დროით )
სტადიონი : Veltins Arena
რეფერი : ჯონას ერიქსენი
სავარაუდო შემადგენლობები შალკე: ნოიერი, უჩიდა, მეტცელდერი, ჰიოვედესი, სარპეი, მატიპი, კლუგე, ფარფანი, ხურადო, ჰაო, რაული
ვალენსია: გუაიტა, ბრუნო, დ. ნავარო, რ. კოშტა, მეტიუ, ბანეგა, ტოპალი, მატა, ხოაკინი, ერნანდესი, ადურისი
“ტოტენჰემი”-“მილანის” წყვილის მსგავსად, ფავორიტად ამ შემთხვევაშიც მასპინძელი გუნდი ითვლება, რომელმაც მართალია პირველი მატჩი ვერ მოიგო, მაგრამ მნიშვნელოვანი გოლის გატანა და მარცხისთვის თავის არიდება მაინც მოახერხა.
რა გასაკვირია, რომ ვალენსიაში გამართულ შეხვედრაში, სტუმართაგან თავი რაულმა გამოიჩინა. ესპანელი თავდამსხმელი, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია და დღეს, სტუმართა უმთავრესი თავსატკივარი სწორედ მისი შეჩერება იქნება. “ვალენსიას” წინააღმდეგ ჩატარებულ 26 თამაშში რაულს 14 გოლი აქვს გატანილი.
შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება....
* * *
გადიან : ტოტენჰემი ( ძალიან მინდა ამათი გასვლა ) და შალკე