ამ ბოლო დროს ერთგვარი ტენდენცია შეინიშნება,ტენდენცია კი არა,ზოგიერთებისთვის ცხოვრების არსიც კი გახდა - "ბარსას მსაჯები ეხმარებიან".
მოდით,შევეშვათ ამ მითიურ-ვირტუალურ "დახმარებას" მსაჯების მხრიდან და საგნობივად ვისაუბროთ,თუ რაში გამოიხატება ეს დახმარება.
დროა,საბოლოოდ დასრულდეს ეს შავი პიარ-კამპანია,რომელსაც უაზროდ აგორებთ და თქვენვე იჯერებთ.თქვენ რას აგრებთ,ზოგიერთი უცხოელი სპორტული ჟურნალიუგა აგორებს და თქვენც ბრმად მიჰყვებით,რბილად რომ ვთქვა.
დავიწყოთ ყბადაღებული ჩელსითა და ოვრებოთი.არავინ დაობს,რომ ჩელსიმ თამაშით აჯობა კატალონიელებს და გასვლასაც უფრო იმსახურებდა,როგორც ასეთი,მაგრამ იმის თქმა,რომ ბარსა მსაჯების წყალობით გავიდა,არის ეფრემ ვერდის ან/და ლელა კაკულიას განზომილება/საგანი და არანაირი რეალური და ობიექტური საფუძველი ამ მოსაზრებას არ გააჩნია.
მაშ,ჩელსი ძალიან დაიჩაგრა,ხომ?
მივყვეთ თამაშის მსვლელობას:
0-0-ზე,თამაშის მეათე(თუ მეშვიდე) წუთზე უნდა დანიშნულიყო პენალტი ჩელსის კარში.ბალაკმა აშკარად ხელით ითამაშა და პენალტიც 100%-იანია,მაგრამ მსაჯმა(ოვრებომ,თქვენ წარმოიდგინეთ) ეს ეპიზოდი არ/ვერ დაინახა.ვინმეს ახსოვს საერთოდ ეს მომენტი? თუ წაშალეთ მეხსიერებიდან მომენტალურად? რატომ გახსოვთ ბარსას კარში არდადებული პენალტები და რატომ არ გახსოვთ ეს? ამაზე მოგვიანებით.
როგორც ხედავთ,ოვრებოს რომ თავიდანვე სამართლიანობა გამოეჩინა,თამაშის მეათე წუთზევე 1-0 იქნებოდა ბარსას სასარგებლოდ და ჩელსის 2 ბურთის გატანა დასჭირდებოდა 11 კაციანი ბლაუგრანასთვის.ეს კი ძალიან არარეალურია,შესაძლებელია,მაგრამ...ბარსელონასთვის ფსიქოლოგიური უპირატესობაა იმხელა,რომ ... ჩელსი მსაჯებმა გაიყვანეს,აბა რაა.
რით განსხვავდებოდა ეს იპოზოდი იმ ეპიზოდისგან,როცა პიკეს ბურტი ხელში მოხვდა და პენალტს ითხოვდით? პიკეც მოშორებით იდგა მეკარისგან და მასაც სულელურად მოხვდა ბურთი ხელში.
შემდეგ იყო აბიდალის აბსურდული გაგდება.ვინმეს გახსოვთ?
გაიხსენეთ!
აბიდალი არც შეხებია მეტოქეს! ეს იმ მომენტში ყველამ აღიარა,მაგრამ ახლა აღარ ახსოვთ.
ჩელსი იგებდა 1-0-ს და აბიდალი გააგდეს არაფრის გამო.ბარსა კატასტროფის წინაშე დგას ოვრებოს დამსახურებით.არაფერი,ხომ?
ახლა ვნახოთ ჩელსის "5 არდადებული" პენალტიდან რამდენი იყო რეალურად დასადები პენალტი :
მხოლოდ ერთი!
ეპიზოდი 1:
ჩელსის ფეხბურთელმა საჯარიმოს გარედან დაიწყო წაქცევა და შიგნით რომ შებობღდა,ეგ პენალტი არაა არცერთი წესის მიხედვით.ალვესი თამაშის წესებს არღვევდა საჯარიმოს გარეთ.ხელით იჯიკავა ალვესმა და დააკვირდით,სად დაიწყო ეს ჯიკაობა.ჯარიმა სამართლიანად დაინიშნა.
ეპიზოდი 2:
მანდ დროგბა სიმულაციისთვის გასაფრთხილებელი იყო."სტემფორდ ბრიჯის" ხმაური და დროგბას სიფათების კერვა იმის მაუწყებელი არაა,რომ პენალტი იყო,და არა სიმულაცია.კი,აბიდალმა წამიერად დაქაჩა მაისურზე,მაგარმ დროგბა არ წაქცეულა მაგ დროს,სვლა განაგრძო და მერე წაიქცა,როცა თამაშის წესის დარღვევა არ ყოფილა,ანუ გაწვა სპეციალურად.რაც შეეხება დაქაჩვას,ეგეთები ყოველთვის ხდება,თუნდაც კუთხურები ავიღოთ და მაგის გამო პენალტს არავინ დებს,თუ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ დაქაჩეს.მაგ ლოგიკით,მესი/ინიზე თამაშისას ყველა თამაშში მინიმუმ 2 პენალტია დასადები მეტოქის კარში...
ეპიზოდი 3:
ბურთზე თამაში.ზედმეტი კომენტარი ზედმეტია.
ეპიზოდი 4:
ხელი პიკეზე,100%-იანი პენალტი,ისევე,როგორც ბალაკზე.
ეპიზოდი 5:
ეტოოს იღლიაში ხვდება ბურთი და პენალტი იდეაშიც არაა.
ეს "დამახსოვრებული" პენალტი უნდა ყოფილიყო,როგორც ელოდნენ და სურდათ,ანუ იმ წინა საეჭვო სიტუაციების გამო უნდა დანიშნულიყო თურმე პენალტიდა აქაც ჩანს ორმაგი სტანდარტი ბარსას მოძულეების მხრიდან.ამაზე მოგვიანებით,როცა ბარსა-არსენალის თამაშს განვიხილავ ცნობილ ჭრილში.
მოკლედ,ოვრებო ცდებოდა როგორც ბარსას სასარგებლოდ,ასევე მის საწინააღმდეგოდაც.ამას ბევრი ვერ ხედავს.ოვრებოს რომ ყ ვ ე ლ ა გადაწყვეტილება სამართლიანად/არადილეტანტურად მიეღო,ბარსა დაწინაურდებოდა მაგ თამაშში და ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.
აღარაფაერს ვამბობ პირველ თამაშზე,სადაც ეტოო ერთი-ერთზე გავიდა მეკარესთან და მსაჯებმა მოიგიონეს თამაშგარე მდგომარეობა.ესეც არ გახსოვთ? ა ჟალ'.
და თუ იმაზე აპელირებთ,რომ მარტო მსაჯის შეწდომებზე არაა,ჩელსი გასვლას ისმახურებდა და ამიტომაა ორმაგად უსამართლობაო,მაშინ შევჩენკოს არჩათვლილ გოლზეც(ნოუ კამპზე) ნუღარ სპეკულირებთ,რადგანაც ბარსამ ორივე თამაშში აჯობა მილანს და ფინალში გასვლასაც უფრო მეტად იმსახურებდა 2006-ში.ტყუილსა და ორმაგ სტანდარტებს მოკლე ფეხები აქვთ,ეს კარგად დაიმახსოვერეთ.
გადავიდეთ არსენალთან მატჩზე:
პირველ თამაშში მესის არ ჩაუთვალეს წესების სრული დაცვით გატანილი გოლი(როგორც გამეორებაზე გამოჩნდა).რომ ჩაეთვალათ,ანგარიში 0-2 გახდებოდა და ნოუ კამპზე სარეზერვო შემადგენლობის გამოყვანის დრო იქნებოდა,არსენალის ის ქამბექიც აღარ შედგებოდა,ანუ game-breaker შეცდომა დაუშვა მსაჯმა.ვინმემ იწკმუტუნა მაგ ეპიზოდზე მეორე დღეს?(ბარსას მხარდამჭერებს ვგულისხმობ)
მეორე თამაშში რვპ-ის გაგდება მართლა არ იყო საჭირო(შეეძლო,მაგრამ არ იყო საჭირო),გასაგდები სხვა იყო(koscielny),მაგრამ მსაჯმა "დამახსოვრებული" წითლის ტაქტიკა აამუშავა და გააგდო ის,ვინც არ იყო გასაგდები.ამაზე ბარსას მოძულეებს ელეთ-მელეთი დაემართათ,დამახსოვრებული წითელი როგორ შეიძლებოდაო?! თუმცა, ის აღარ ახსოვდათ,ჩელსისთან მატჩში რომ ითხოვდნენ ასევე "დამახოვრებულ" პენალტს "სამართლიანობის გამო".
ისიც აღარ ახსოვთ,მესიზე 100%-იანი პენალტი რომ არ დაინიშნა პირველ ტაიმში.არა,მაინც ბუსაკას დაუძირავს არსენალი,ნწ,ნწ.
დავიჯერო,ყველა მსჯაი ბანძI როგორაა,ოვრებდოან დაწყებული,ბუსაკათი დამტავრებული და ყველა ბარსას როგორ ეხმარება?!
ისინი ცდებიან ხან ბარსას სასარგებლოდ,ხან მის საწინააღმდეგოდ,მაგრამ ჩვენს კდემამოსილ(კხმ) "ბალელშიკებს" მარტო ბარსას სასარგებლოდ მიღებული საეჭვო გადაწყვეტილებები ახსოვთ.
ავიღოთ ის წყეული კოლინა - გახსოვთ,რა გაუკეთა ბარსას? არ გახსოვთ? გაგახსენებთ:
სტემფორდ ბრიჯი - ჩელსი 3-0-ს უგებს ბარსას პირველ 20 წუთში - ბარსას ქამბექი და 3-2 - რონალდინიოს შედევრალური გოლი და ბარსა გადის ამ ანგარიშით - მეორე ტაიმი - 75-ე წუთი - ჯონ ტერის თავური დარტყმა და 4-2,მაგრამ წესების დარღვევით გატანილი გოლი,რადგანაც კარვალიო ვალდესს მეკარის საჯარიმოში(!!) იჭერდა მაისურით და გადახტომის საშუალება არ მისცა,ადგილზევე აბუქსავა.კოლინამ ეს ვერ/არ დაინახა და ბარსა გამეოთიშა ასპარეზობას.არ გახსოვდათ,არა? ბოღმისაგან თვალებს ნუ დაიბნელებთ,ჯანმრთელობისთვის საზიანოა.ცოტა ობიექტურები იყავით.
ავიღოთ ინტერთან დაპირისპირება:
მილიტომ მესამე გოლი გაიტანა თამაშგარე მდგომარეობიდან.ეგ იყო გადამწყვეტი მომენტი ორმატჩიან დაპირისპირებაში,რადგანაც 2-1-ზე კიდევ იყო შანსები,ბარსა გასულიყო,მაგრამ ეგ მესამე killer ბურთი იყო.არც ეს აღარ გახსოვდათ? და პიკეს საეჭვო გოლს ნოუ კამპზე აზრი აღარ აქვს,ამან ვერ შეცვლა ორმატჩიანი დუელის ბედი,განსხვავებით მილიტოს გოლისაგან.ეგ გოლი რომ არა,თავადაც იცით,ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.მესამე დღეს ვინმეს ახსოვდა ეგ? რომ გამოვვარდით,ერთი-ორჯერ თუ გავიხსენეთ ეგ მომენტი და დავიწყებას მივეცით.რა გვექნა? ინგლისელებივით(და ანტიბარსელონელი გერმანელებივით,იტალიელებივით და მადრიდისტებივით) გვეტირა გაუჩერებლად 24/7? თუ რახან დასტოინად ვიღებთ წაგებებს,თუნდაც მსაჯების შეცდომების გამო,გგონიათ,ჩვენ არ გვიტყდება და გვწყინს? სწორედ ეს განსხვავებაა დიდ გუნდებსა და ჭღრ-პღრ გუდნებს შორის.
ისე,გამოგიტყდებით-და,ძალიან მსიამოვნებს ეს ანტიბარსელონური ისტერია.ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს,რომ იმ გუნდს ვგულშემატკივრობ,რომელსაც უნდა ვგულშემატკივრობდე.ბიდლოს რახან ბარსა არ მოსწონს,ე.ი. ყველაფერი რიგზე,ოლ ოკეი,როგორც იტყვით ხოლმე.
ჩვენ არ ვწკმუტუნებთ.ჩვენ მაგ ფორას იმავე თამაშშივე აღმოვფხვრით ხოლმე, ან თუ ვერ ვახევხებთ,ყოველთვის არსებობს მოდმევნო სეზონი,წარსულით არ ვხცხოვრობთ.
ის თუ გახსოვთ,ლიდს იუნაიტედთან გასვლაზე რივალდოს რომ 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალეს და მაგის გამო ჯგუფში ჩავრჩით? თქვენ გგონიათ,ჩვენს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს არ იღებენ მსაჯები? და თუ იცით,მაშინ კეთილი ინებეთ და ობიექტურები იყავით.უკვე ძალიან მაგრა ტეხავს.
რომელი ერთი გავიხსენო? - სანტიაგო ბერნაბეუზე რივალდოსთვის არჩათვლილი გოლი გახსოვთ? წესით,ჰეთტრიკი უნდა შეესრულებინა და მოგვეგო ის თამაში,მაგრამ 2-2 დასრულდა და რა ვუყოთ,უსამართლოდ დაგვჩაგრეს.არც პირველები ვიყავით და არც უკანასკნელები.
ან თქვენ რომ წუწუნებთ,რა მაგით? მესმის,მოურინიომ იწუწუნოს და დუფასდეს წკმუტუნი,მაგრამ თქვენ...
მოუს რაც შეეხება - უფსდება გარჯა.ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,რეალი უფრო იშვიათადაა მეტოქის საჯარიმოში,ვიდრე ბარსა,მაგრამ რეალს უფრო მეტი პენალტი აჩუქეს და რეალის კარშიც უფრო ნაკლები პენალტი დადეს,ვიდრე ბარსას შემთხვევაში
ამის მიხუედავად,მაინც ტირის ის პორტუგალიელი,რაღაც შეთქმულების თეორიებზე საუბრობს,Villarato და რამე,ყველაფერს ჩალიჩობს,რომ პრიმერა მოიგოსძ(კლასიკოსთვის ბერნაბეუს თუ არ გადათხრის,მადლობელი დავრჩებით სრულიად საფეხბურთო სამყარო).ესმის საგანი,ვერ წაართმევ.ბოლო ორი მატჩია,რეალს პენალტებს არტყმევინებენ.ეჭვი ამქვს,მომდევნო 2-3 თამაშშიც გაგძელდება ეს პალასა.ფსიქოლოგიურ ტერორს ახდენს მსაჯებზე,ლიგა ბბვა-ს ხელმძღვანელობაზე და ა.შ.,ქვეცნობიერ დონეზე მაინც.მე იმას არ ვამბობ,რომ უსამართლოდ უდებენ პენალტებს,უბრალოდ,50/50%-ზე თუ არის(და ხშირად არის),რეალის სასარგებლდოდ დებენ პენალტებს,მაგრამ ბარსას სასარგებლოდ - არა.
კიდევ ბარსას ეხმარებიან,არა? სტატისიკას მაინც გადახედეთ.
თუ არ ვცდები,რეალს 3-ჯერ(ან 4-ჯერ) მეტი პენალტი უბოძეს,ვიდრე ბარსას,არადა,ბარსა უფრო ხშირადაა მეტოქის საჯარიმოში და უფრო სახიფათოდაც უტევს.უფრო მეტს ეჯაჯგურებიან,მაისურზე უფრო მეტად/ხშირად ქაჩავენ,პადნოჟკებსაც მეტს უდებენ(ბარსას ფეხბურთელთა სათამაშო და კომბინაციების დაღეჭვით განპირობებული სტილიდან გამომდინარე) საოცარია,საოცარი! კარგი,დავუშვათ,რეალი იმსახურებს ყველა მატჩში პენალტის დარტყმას,ბარსა არ იმსახურებს? ეს არის ლოგიკა? პFF
ზოგიერთებს წუწუნი კარგად აქვთ დაცდილი,ეტყობა.
თქვენ კი,რითი ხართ იმათზე უკეთესები,ვინც ამბობს: "აეეე,ბრატციი,ბარსა მაგადიაა,ყველას დღნააავს!"?
- არც არაფრით,პირიქით,რიგ შემთხვევებში მათზე უარესებიც ხართ.უბრალოდ,ერთი მადალიონის ორი მხარე ხართ და ძალიან ვხალისობ,მინდა გითხრათ
This post has been edited by ტანკე on 10 Mar 2011, 02:14