მანუელ აგუდო დიურანი, ეს არის ნოლიტო, ”ბარსა ატლეტიკის” თავდამსხმელი. ის ”Don Balon”-ის ჟურნალისტს ესაუბრა წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე.
”ბაბუამ მითხრა: ”ბარსაში”, რა თქმა უნდა ”ბარსაში”
- თქვენ ”ბარსას” ადრეული ასაკიდან გულშემატკივრობთ?
- დიახ, ეს ასეა. მაშინ, როცა მე ბავშვი ვიყავი მთელი ჩემი ოჯახი, რომელიც ანდალუსიაში ცხოვრობდა ”ბარსას” გულშემატკივრობდა და არა მადრიდის ”რეალს”. ამიტომაც როცა ”ბარსელონაში” გადასვლის შანსი მომეცა ერთი წუთიც არ მიფიქრია.
- რაზე იფიქრეთ მაშინ, როცა ”ბარსასგან” შეთავაზება მიიღეთ?
- იმ დროისთვის მე რამდენიმე შეთავაზება მქონდა და მახსოვს ბაბუას ვკითხე, თუ რომელ გუნდს აირჩევდა ის და მან მიპასუხა: ”ბარსა”, რა თქმა უნდა ”ბარსა”! მაშინ რაღაც ეჭვები მქონდა, თუმცა ახლა მიხარია, რომ ”ბარსაში” გადმოსვლის გადაწყვეტილება მივიღე. დიდი პატივია ”ბარსას” მაისურით თამაში.
- მანამდე თქვენ რამდენიმე წელი ”ვალენსიას” ფილიალში გაატარეთ. როგორი გამოცდილება მიიღეთ?
- ძალიან კარგი. იქ შევიძინე მეგობრები და თავს კარგად ვგრძნობდი. თუმცა საბოლოოდ რაღაცეები აირია.
- ვალენსიის შემდეგ ისეთ დიდ ქალაქში, როგორიც ბარსელონაა ადაპტაცია არ გაგიჭირდათ?
- საერთოდ არა. აქ ისევე როგორც ვალენსიაში ახალი მეგობრები შევიძინე. თავს შესანიშნავად ვგრნობ. ჩემს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად, რომელიც წლინახევრისაა ვცხოვრობ სან-ფელიუში, რომელიც სავარჯიშო ბაზასთან ახლოსაა. ახლა სტუმრად ჩემი ძმა არის ჩამოსული, ის 13 წლისაა.
- როგორ დაახასიათებდით თქვენს მწვრთნელს, ლუის ენრიკეს?
- ჩემთვის ის მეორე მამა გახდა, სპორტული მამა. ის ყველა მომენტში მეხმარება. მისგან ბევრი რამ ვისწავლე და კიდევ ვსწავლობ.
- რაში ხედავთ ”ბარსა ატლეტიკის” წარმატების საიდუმლოს სეგუნდა დივიზიონში?
- ეს საიდუმლო ლუის ენრიკეა. მიმდინარე გათამაშებაში ყოველი მატჩი მან ისე გვათამაშა, როგორც უკანასკნელი. ჩვენს გუნდში ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ და ყველა ჩვენგანს პრიემერაში თამაშის შესაძლებლობა აქვს. მე ამაყი ვარ, რადგან ასეთ ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობ.
- თქვენ იცით, რომ ”ბარსა ატლეტიკი” პრიმერაში ვერ გადავა. როგორ ეგუებით ამ აზრს?
- ადამიანი ყველაფერს ეგუება. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ სუგუნდაში არ გვითამაშია და აქ დაბრუნება ჩვენთვის დიდი წარმატებაა. მიუხედავად იმისა, რომ პრიმერაში ვერასოდეს გადავალთ შესაძლოა მოვხვდეთ პირველ გუნდში. ეს კი პრიმერაში გადასვლაზე ბევრად უკეთესია.
- რა განსხვავებაა სეგუნდასა და პრიმერას შორის?
- ძალიან მცირე. თამაშის ხარისხი პრიმერაში უფრო მაღალია. ესპანეთის ჩემპიონატი მსოფლიოში საუკეთესოა და იქ თამაში უფრო რთულია, ვიდრე სეგუნდაში.
- თქვენ გრძნობთ, რომ გვარდიოლა გენდობათ?
- მე ვფიქრობ რომ კი და ამის გამო ვამაყობ. მოხარული ვარ, რომ მან პრიმერაში თამაშის საშუალება მომცა. როდესაც პრიმერაში პირველ გუნდთან ერთად მოედანზე გავედი ჩემი ოცნება რეალობად იქცა. ის დღე არასდროს დამავიწყდება.
- რას გვეტყვით ”ბენფიკას” ინტერესის შესახებ?
- ეს წარსულში დარჩა. დიახ, ისინი ჩემით დაინტერესებულები იყვნენ, მაგრამ მეტი არაფერი. ვნახოთ რა იქნება მომავალში.
- თქვენ კონტრაქტი ივნისში გიმთავრდებათ. ესაუბრეთ ხელმძღვანელობას?
- ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ვნახოთ როგორ დასრულდება ის. ამ საკითხს ჩემი აგენტი აგვარებს. ყველაფერი შეიძლება უეცრად შეიცვალოს, მათ შორის უარყოფითად. ახლა ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა მომავალ 4 თვეში რა მოხდება არ ვიცი. - რა შეგიძლიათ თქვათ გვარდიოლაზე ისეთი, რაც აქამდე არ უთქვამთ?
- ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია. ყოველთვის ახერხებს ფეხბურთელების მოტივირებას.
- პედრიტო პირველ გუნდში მოხვედრის შემდეგ პედრო გახდა. თუკი თქვენ პირველ გუნდში მოხვდებით სახელს შეიცვლით?
- არა, მე ისევ ნოლიტო დავრჩები. ძალიან მომწონს ეს სახელი და ყველა ესე მეძახის. ზოგი მეგობარი მანუელს, ზოგი მანოლოს ან ლოლოს, ხოლო დანარჩენები ნოლიტოს მეძახიან.
- რა გირჩევნიათ, მისცეთ თანაკლუბელს საგოლე გადაცემა თუ გაიტანოთ გოლი?
- გულახდილად ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. საბოლოოდ ორივე ვარიანტი გუნდისთვისაა მნიშვნელოვანი.
- როგორ ფიქრობთ, რომელი გუნდი გადავა პრიმერაში?
- ”სელტა”, რადგან მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. ასევე ”ბეტისი”. ეს ორი გუნდი მომდევნო სეზონიდან პრიმერაში ითამაშებს. ამაში დარწმუნებული ვარ.
- და ბოლოს, რომელი გუნდია თქვენს გულში ”ბარსელონას” შემდეგ?
- ”ბარსას” შემდეგ ყოველთვის მიხარია ”სევილიას”, ”ბეტისის”, ”კადისის” და ყველა ანდალუსიური კლუბის წარმატება.
Nolito This post has been edited by Interimo on 12 Mar 2011, 22:21