ბუონ ჯორნო
წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მოეჩვენათ ჩემს მეგობრებს ფარული ინტრიგები და "ბერლუსკონის" მითიური უხილავი ხელი

კი ბატონო, მსაჯმა შეცდომები დაუშვა,
მაგრამ ორივე მხარის სასარგებლოდ შეცდა და ამას დანახვა უნდა

მსაჯი რო თავი დავანებოთ, გუშინ ინტერი მოედანზე
დაიჩაგრა ( არა მსაჯის მიერ ცხადია ) - სამწუხარო რეალობაა, მაგრამ რაც არის ეგ არი.
მოედანზე
გააზრებულად მხოლოდ მილანი თამაშობდა - ინტერი კი რეფლექსების დონეზე იყო

ინტერს რომ ესე მოეგო და მილანის გულშემატკივრებს დაეწყოთ მორატიო, რიცოლიო და ა.შ. მაგრად გამიტყდებოდა, იმიტომ რომ ეს არაა ის შემთხვევა, როცა მსაჯი თამაშის ბედს წყვეტს
წავაგეთ და ამას ღირსეული აღიარება უნდა.მე წაგების შემდეგ უფრო მიყვარს ჩემი გუნდი, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. ფეხბურთი ცხოვრებასავითაა, ამიტომ მიყვარს, სულ გამარჯვებული ვერ იქნები! დამარცხებაც უნდა შეგეძლოს
გილოცავთ მეგობრებო დამსახურებულ გამარჯვებას 
რაც შეეხება "კუილ" გოლს - გოლი გოლია! არ არსებობს გატანილი გოლი, რომელიც 2-ად ჩაითვლება იმის გამო, რომ მანამდე თავდამსხმელმა 10 კაცი მოატყუა

იცი რა, ინტერმა ყველა რიკოშეტი და "გავარდნები" გაიტანოს, შეარქვან იღბალა გუნდი, ეძახონ ყისმათები და ინტერმა მუდამ მოიგოს - მე თანახმა ვარ